
ეს პოსტი გუშინ, ღამე დავწერე. ამ პოსტში თქვენ გაიგებთ როგორია მთვრალი ანუკა, რას შვება წითელი ღვინო დიდი რაოდენობით, იბერიული ლორი და ბიგას ლუნას ყველაზე სექსუალური ფილმი "Jamon, jamon". რამოდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, რომ ბლოგზე ტაიმ აუტს ავიღებდი, და ახალი წლების მერე დავწერდი და გუშინ ისევ შემომეწერა. რატომ არ გამოვაქვეყნე წარმოდგენა არ მაქვს, ალბათ უბრალოდ დამავიწყდა :)
პატივს ვცემ ჩემს გუშინდელ "მე"-ს და ტექსტს შეუცვლელი სახით ვაქვეყნებ.
მთვრალი ვარ.. მწყუროდა და მარტო წითელი ღვინო გამომადგა. ბოთლში აღარაფერი დარჩა და მე იქამდე უნდა მოვასწრო დაძნება სანამ თავი ამტკივდება :)
მანამდე იყო აბაზანა და ტერფები. მკრთალი ლურჯი ხაზები ჩემს ტერფებზე ცხელი წყლისგან. თითქოს შიგნიდან შევხედე ჩემ სხეულს და მე გარეთ გავედი. და ყველაფერი სხვანაირად დავინახე. უფრო სხვანაირად, ვიდრე ოდესმე. ყველა ამბობს რო იცვლება. რაღაც გამოცდილების მერე, რაღაც თავგადასავლების ან ტკივილის მერე, ბარიერების მერე. სულ მიკვირს, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს გამოცდილება ულამაზეს ფორმაში ჩასვევს და ჩვენთვის შექმნეს ის, რასაც მე ხელოვნებას ვეძახი.
თითქოს უკვე იმდენი ვიცხოვრე, რომ თვაი 30 წლის მგონია, იმდენი გამოცდილება და ამბები მაქვს თავში. იმდენი ადამიანი და ხასიათი დამიგროვდა, იმდენი შეგრძნება. როგორ უნდა მივიღო ეს, როგორც საჩუქარი, თუ როგორც ნიშანი, რომლის გამოც ყოველთვის სხვებისგან შორს ვიქნები, ნიშანი, რომლის გამოც გამიჭირდება....
სისულელემდე გულახდილი ვარ დღეს. უბრალოდ სულ მინდა, რომ მახსოვდეს ის, რაც დღეს ვიგრძენი. ტკივილით წამოსული ცრემლები და ტკივილით წამოსული სიამოვნება.
ზეწრები ისეთი ცივი იყო, სველი მეგონა.
სულ ვამბობ ესპანეთი, ესპანეთი მეთქი - და აი, აი, მსოფლიოში ყველაზე სექსუალური, ყველაზე მაგარი ფილმი. ბიგას ლუნას "Jamon, jamon".
Deadly Recommended.
გუშინ მთელი ღამე ამ ფილმის საუნდტრეკების ძებნაში გავატარე, რადგან ძებნა უშედეგოდ დამთავრდა, ამ პოსტისთვის ყველაზე მგრძნობიარე და "ჩემეულ" ვიდეოს დავდებ, ეს ვიდეო ჩემთან მინდოდა მეჩვენებინა ბავშვებისთვის, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა. ნინა სიმონე მღერის თავის გრძნობებზე, მონროს ჯაზ-ფესტივალზე.
Tuesday, December 22
წითელი ღვინო, Jamon jamon და ალოგიკური აღსარება
Posted by Anuschka at 1:03 AM 5 comments Links to this post
Thursday, December 17
Lifestyle Dream - Villeroy & Bosch

დილამშვიდობისა. ვწევარ და საბოლოოდ გაღვიძებას ველოდები. უნდა ავდგე და მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ვახშამი მოვამზადო, დღევანდელი საღამოსთვის. აი ელვირამ რო მოუმზადა ბროკოლის და ფულის მგელს მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ხახვის სუფი და არტიშოკის ლიქიორი, ისე :)
რამოდენიმე დღე, თბილისში ჩამოსვლიდან, ისე გავიდა, რომ სახლიდან გარეთ ცხვირი არ გამიყვია. საღამოს ფანჯარა რომ გავაღე თავი მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქალაქში მეგონა. მეორე დღეს ავდექი, ჩავიცვი და გარეთ გავბოდიალდი.
შეძშლებისდაგვარად ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოვხვდი რაც არსებობს, მოვიარე თბილისის ნახევარი, ვუყიდე მაროს საჩუქარი Villeroy&Bosch -ში და წამოვედი.
არასდროს, ცხოვრებაში არ მქონია გართულება ჭურჭელზე, პირიქით, ვერასროს ვერ ვხვდებოდი მსხვრევადი ფაიფურით კარადების გამოტენის იდეას. ნუ, გამოტენვა არც ახლა მინდა, მაგრამ სიამოვნებით მექნებოდა რამოდენიმე სხვადასხვა სახის სერვისი, რომლებსაც აააუცილებლად გამოვიყენებდი - ასეთი სილამაზის კარადაში ჩაკეტვა საშინელებაა :)
უულამაზესი ჭურჭელია - თუმცა, ზოგადად ეს ფირმა აბაზანის აქსესუარებსაც ყიდის - მთელი ცხოვრების სტილია, ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი :)
აი, ასეთი იქნებოდა ჩემი სამზარეულო სახლში:
ასეთი სამზარეულო ქალაქგარეთ მექნებოდა, ან სახლშიც, ქალაქგარეთობანას თამაში თუ მომინდებოდა:


ეს კიდე გოგოშკურ-მარმელადებიანი საღამოებისთვის :

სულ ეს იყო და ამის შემდეგ ახალი lifestyle dream ამეკვიატა.
Posted by Anuschka at 10:24 AM 10 comments Links to this post
Tuesday, December 15
Things I Forget Sometimes
.jpg)
მეგობრები მას ანუშკას უწოდებენ. მისი სამყარო ჩვეულებრივი ადამიანებითაა სავსე. სავსეა მემარცხენეებით, იდეალისტებით, პოეტებით და დიდი კომპოზიტორებით, ნათელი მომავლის ადამიანებით და ნაღვლიანი წარსულის მქონე ადამიანებითაც. აქ ჩიტების ჭიკჭიკის ხმები და რომელიმე კლასიკოსის მუსიკის ნაწყვეტები :)))
არადა არა. მას მერე რაც გამოცდები ჩავაბარე, მთელი ჩემი ენერგია სოციალიზაციისკენ მივმართე, რაც ასე ძალიან მაკლდა. რამდენი ახალი ადამიანი გავიცანი მეთვითონაც არ მახსოვს. თელავიც ერთერთი ასეთი ახირება იყო და გამოვიდა კიდეც. მართალია ყველა ნეტა ახდა, ერთის გარდა - თოვლი არ მოსულა, მაგრამ მაინც კარგი იყო.დილით ჩავედით, ადრე, ძაააალიან ციოდა.ვისაუზმეთ, სითბოს ირგვლივ დავსხედით და წითელი ღვინით გავაგრძელეთ. საღამოს მარანში ჩავედით და იქაც იგივე გაგრძელდა, ოღონდ უკვე ძველი თეთრი რქაწითელით, რომელსაცყველაზე კარგი გემო ქონდა იმ ღვინოებს შორის რაც ოდემე დამილევია.
ძალიან საინტერესო არაფერი ხდებოდა - ანუ თავგადასავალს ვგულისხმობ. მივხვდი რომ ისეთი ადამიანი ვარ, შინაგანად მშვიდი და ყველა სიტუაციას ვამშვიდებ სადაც ვარ. ძლიერი აურა მაქვს და ზემოქმედება, სიტუაციის დაწყნარება, ჩემი სურვილების მიხედვით წაყვანა შემიძლია :))
დუდიმ და ნიკუშამ, როგორც მოსალოდნელი იყო მალე დაიძინეს, იმიტომ რომ უფრო ბევრი დალიეს, ჩვენ ბუხართან ვისხედით, და ბიჭების შემოზიდული შეშის მარაგი რომ დავწვით მერე რიგრიგობით მოგვქონდა ხოლმე, ბუხარში ვდებდით თითო ნაჭერს და ლაპარაკს ვაგრძელებდით, აჟიტირებულები, თითქოს ყველა ჩვენი აღმოჩენის ერთმანეთისთვის მოყოლა გვინდოდა ახლავე, ამ წუთას. გვიან ავედით, დავწექით და ბევრი უცნაური სიზმარი დავისიზმრეთ.
მეორე დილა მზიანი იყო, ზამთრის მზიანი:).jpg)
Invitation To the Blues
ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე ის მოსაწვევი პოსტი, ახლა კიდევ ერთხელ ვწერ, 18-ში, საღამო, ვისაც გცალიათ,მოდით. ამ თემაზე მეტს აღარ დავწერთ. ნატალიას ლიმნიანი ნამცხვარი, მუსიკა და ჩაი ძალაშია :)
ბონუსი - ჩვენი გზების საუნდტრეკი, როგორც ყოველთვის.
Posted by Anuschka at 10:55 AM 8 comments Links to this post
Friday, December 11
Week End NE-TA

მივდივარ მივდივარ!
თოვლებიან და ბუხრიან სახლში! ზამთარში მივდივარ :)
ნეტა მოთოვოს
ნეტა არ მომბეზრდეს
ნეტა კარგ ხასიათზე ვიყოთ
ნეტა კარგად დავთვრეთ
ნეტა მეორე დილას თავი არ გვტკიოდეს
ნეტა ბევრ ტომს ვუსმინოთ გზაში
ნეტა ბევრი მომეფეროს
ნეტა წინანდალში გავისეირნოთ დილას
ნეტა არ შემცივდეს
ნეტა უფრო შეგვიყვარდეს
ნეტა ვთქვათ ნეტა კიდე როდისო :))
wish me..
Posted by Anuschka at 10:50 PM 10 comments Links to this post
Monday, December 7
MUCH ADO ABOUT NOTHING
დღეიდან, კიდევ რამოდენიმე ტკბილი კვირა შემიძლია გაღვიძება უფრო გვიან, ვიდრე საერთოდ, შემიძლია ლიმნიანი ყავა ნელ ნელა გავიკეთო, ავდგე ლოგინიდან, სავარძელში მოვკალათდე, ცოტა საახალწლო რეკლამას ვუყურო ტელევიზორში, თეთრი ფუმფულა ხალათით ვიარო ოთახიდან ოთახში.
დავიმსახურე, 5 გამოცდა წარმატებითაა ჩაბარებული!
ჰო, მარა კიდე რაღაც საქმეებიც მაქვს. მაგალითად, ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ რაც უფრო დიდი ხანი შევაგროვებ ჩექმების საყიდელ ფულს, უფრო ცოტა და ცოტა დამრჩება. ამიტომ, ამ დღეებში ყველანაირი ფულის გარეშე(რამე რომ არ შემომეყიდოს), მარტო წავალ და დავივლი ყველა იმ ჩექმას, რომელიც მომწონს. ჰოდა იმედია ამ დროს სეილებიც დაიწყება. ან ნუ გავიგებ მაინც როდის იწყება. ჰოდა, ჩექმებს რომ ვიყიდი, თოვლიც მერე მოვა, და ბრრ..
sweety-ის უწერია, სამას ლარად სამი ჩექმა ვიყიდეო. აი ეს, სრულად წარმოუდგენელია ჩემთვის. იმტიომ კი არა რომ მაგარი გოგო ვარ. უბრალოდ არ მომწონს არაფერი და რავქნა. ტყავი თუ არარის, და თან ხარისხიანი, მირჩევნია წინდებით გავიდე გარეთ. თან ბრენდებზეც ჩემებური გადახრები მაქვს და ვერავის ვერ შევაკერინებ.. ვიცი რომ საბოლოო ჯამში არ მომეწონება, და იმ მომსახურე პერსონალს, ვინც ჩემ ჩექმას კერავდა ჯოჯოხეთში ამოვაყოფილებ თავს 20 წუთით მინიმუმ.
ცუდი გოგო ვარ. მაგრამ მუშაობას ვიწყებ :)
ისევ ვუბრუნდები მუშათა კლასს და კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე გავიზიარებ იმ აზრს, რომ როცა ფული გაქვს, დრო არ გაქვს, და დრო როცა გაქვს ფული არაა :)
საყვარელი ბრენდები : JNBY, Pull And Bear; და კიდე ბევრი.. მეზარება აქ დაწერა და თან არც მინდა :))
ალბათ მიხვდით, რომ ტანსაცმელი ჩემთვის, მარტო "ბრენდი" ან ხარისხიანი "მასალა" ან a la mode appearance კი არ არის, მთელი ცხოვრებისუელი კონცეპტი და რაღაც მიმართულებაა, მთელი შენი მუსიკით, დილით ლიმნიანი ყავის სუნით, სიგიჟეებით თავში, უპასუხისმგებლობებით, სიყვარულით, ბედნიერებით.
MR. TOM WAITS
ჰო, კიდე დღეს ტომ ვეითსის დაბადებისდღეა! ჰოდა ეს ვიდეო ტომისთვის :)
სისულელეა მაგრამ მაინც. ვერ ვიპოვე იუთუბზე ნორმალური ხარისხით ანუკ-ის სიმღერა ტომ ვეთსისადმი. რომელიც, როგორც სიმღერა დიდი არაფერი, მაგრამ, ანუკ და ტომ ვეითსი, უჟე ნი შუტკი.
ვიდეოში გამოყენებული JNBY -ს და PULL AND BEAR -ის მოდელები
Posted by Anuschka at 11:39 AM 5 comments Links to this post
Thursday, December 3
Monday, November 30
Pale Blue Eyes
.jpg)
ათასი სურვილის ახდენის პერიოდია. აი ეს გამოცდებიც ფეხზე მკიდია დაჟე. ახალი სამსახურიც, რომლსაც ვიცი რომ აუცილებლად დავიწყებ, მარტო თოვლიან თელავზე, ჩვენ ძველ სახლზე და ბუხარზე მეფიქრება, ყველანი რო წავალთ, ამ სიმღერას ჩავრთავთ და ათას სისულელეზე ლაპარაკს ბოლოს მაინც threesome porn-ით დავამთავრებთ. ღამე ძილის წინ რომ ყველაზე მაგარ რაღაცეებზე ფიქრობ და არ გეძინება ისე ვარ :)
Thank God. Thanx everyone, who makes miracles for me.
ვინც პოზიტივებს მიგზავნიდა
ვისაც უხარია, რომ ანუშკა ზღაპრებში ცხოვრობს.
და ის,რომ ამ ზღაპარში მალე გათოვდება:)
Frankly, პირველი ზამთარია რომლის მოსვლაც მიხარია :)
Posted by Anuschka at 11:54 PM 9 comments Links to this post
Monday, November 23
Thursday, November 19
Invitation to the Blues - At Anna, 6.12

სულ რაღაც ორი კვირა დარჩა და ბაკალავრის დიპლომის ასაღებად ორი სემესტრი დამრჩება.
შემდეგ კვირას ოთხი პრეზენტაცია და ერთი ქვიზი მელის.
იმის შემდეგ 5 ფინალური გამოცდა და იუჰუუუუ :) ერთთვიანი დასვენება.
ამდენი ხანი ადრე ზაფხულშიც არ გვასვენებდნენ ხოლმე. მართლა. ახლა რახდება არ ვიცი, მაგრამ აშკარად წინ მელის ერთთვიანი ზამთრის lazy ass.
ბოლო გამოცდას 6 დეკემბერს ვწერ. ამავე საღამოს ყველას, ვისაც გინდათ ჩემთან მოსვლა, შეგიძლათ მოხვიდეთ. მე პირადად ძალიან მინდა რამოდენიმეს გაცნობა.
შეგიძლიათ მოიტანოთ ფლეშკით ყველანაირი სასურველი მუსიკა+ფილმები+კლიპები. რომლებსაც მოვუსმენთ/გავუშვებთ პროექტორზე. დავლევთ ჩაის/ყავას -ან სულაც რაიმე მსუბუქად ალკოჰოლურს. ვილაპარაკებთ ბევრს, გავსინჯავთ ნატალიას გამომცხვარ ლიმნიან ნამცხვარს :)))
6 დეკემბერი კვირაა. მგონი ყველას გეცლებათ. თუ რომელიმეს არ გცალიათ გადავდოთ. I'll be as free as bird.
Write me on FB, if any questins :))))
Posted by Anuschka at 10:28 PM 14 comments Links to this post
Tuesday, November 17
It's a white day today..
ჩართეთ მუსიკა. ამ თავში წაიკითხავთ როგორ აღმოაჩინა ანუკამ, რა კარგია როცა დუდი მანქანის საჭესთან კიარა მასთან ერთად ზისუკანა სვარძელზე, როგორ ჩაეშალა შოპინგი, მოყვა წვიმაში ქუთაისში და გახდა ავად. და კიდევ სხვარაღაცეებსაც.
თბილ საწოლში ვწევარ და ორ წამში ერთხელ ცხვირსახოცს ვეძებ. გავცივდი. მაგრამ სანამ გავცივდებოდი იქამდე ბევრი საინტერესო რაღაც მოხდა. თითქოს რა აუცილებელია ახლა ამ ყველა ამბის აქ დაწერა, მაგრამ ადგილიდან ადგილამდე შუალედებს იმით ვავსებდი რო ვფიქრობდი ამ ამბავს როგორ დავწერთქო მერე ტვინში მომდიოდა ათასნაირი ასე და ისე და ვერთობოდი.
გარშემო პრობლემებით დამძიმებული ადამიანები ოხრავდნენ ოიოიოი :) ყველაფერი მორჩა და ახლა ლოგინში ვწევარ ოდნავ გაციებული. ყელი მეწვის და ლოგინიდან ადგომა მეზარება.სამაგიეროდ მალინiან ჩაის მივირთმევ. მაგრამ, აქამდე ამბები.
ხუთშაბათი.
მანამდე რახდებოდა ნამდვილად არ მახსოვს. ის ვიცი რომ ხუთშაბათს თელავში ვიყავით. ყველაფერი ნისლიანი და ცივი იყო, მე სახლშ ვიყავი შეყუჟული, ფეხებზე თბილი ადიალა მეხურა და ლეპტოპში თემას ვთარგმნიდი. ხანდახან დუდი მოდიოდა, სულ გაწუწული, დამხედავდა მაკოცებდა და წავიდოდა ხოლმე.მოკლედ, დიდი არაფერი. დედას დაბადებისდღე იყო, დაღლილი ჩამოვედი და ვეღარ მივედი. ხანდახან იმასაც ვფიქრობ ხოარ ჯობდა დავრჩენილიყავი და დედასთან წავსულიყავითქო მაგრამ ნუ, რა აზრი აქვს.
პარასკევი.
ეს დღეც ბუნდოვნად მახსოვს რატომღაც. ერთი ის მახსოვს რომ რაღაც ბევრი რამე გავაკეთე. ასენილა!
მაღაზიებში ვიყავი ტანსაცმლის საყიდლად და გადავწყვიტე რომ დეკემბრამდე არაფერსაც არ ვყიდულობ. ცოტათი ფრუსტრირებული წამოვედი მაგრამ მერე ლეკასთან მივედი და ცხელმა ჩაიმ გამომიკეთა ხასიათი. საღამოს ლადარიას ლექციაზე ვიყავით, დანტეს "ღვთაებრივ კომდიას" განიხილავდა. აიაიაიაიაი. აქ წესით ბევრი უნდა ვიჭორავო ახლა, უბრალოდ ცოტა ავად ვარ და იმაზე კეთილი ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ ამიტომ გავჩუმდები.მერე კიდეც ერთი ლექცია მქონდა და უკვე აღარაფრის თავი.
ამ დღეს მივხვდი რომ მთელი დღე სახლიდან გარეთ ყოფბას სასტიკად ვარ გადაჩვეული და კიდე მივხვდი რომ ბევრი ფული მჭირდება რომ დამოუკიდებლად ვიარსებო სახლს გარეთ. ორივე ფაქტი ცუდია და უნდა გამოვასწორო.
შაბათი.
დილით ადრე არ გაგვიღვიძია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ნელნელა ავიზლაზნეთ ჩავიცვით და დასავლეთისკენ წავედით. საკმაოდ კარგი მგაზვრობა იყო. დუდი რულთან არ იჯდა, ასე რომ ჩემ განკარგულებაში იყო უკანა სავარძელზე და მეც უფრო კარგად ვერთობოდი.მოკლედ, ასე მგზავრობა ბევრად უფრო კაია. როცა გინდა ფანჯრიდან გაახდებ, როცა გინდა აკოცებ, როცა გინდა თავს კალთაში ჩაუდებ და დაიძინებ. საღამოს უკვე სამტრედიაში ვიყავით. სადაც წვიმდა, და ამიტომ წითელი კრამიტები უფრო წითელი იყო და პალმები უფრო მწვანე და ჭიშკრები უფრო თეთრი. მოკლედ მე რომ მიყვარს ისეთი. ჩვენ ყველანი ჩუქურთმებიან დიდ ოთახში ვისხედით და ვუსმენდით ქართულ და რუსულ რომანსებს გიტარაზე. მერე აივანზე გამოვდიოდით და ჩუმად ვცეკვავდით. ღამით ქუთაისში წამოვედით სახლში.
კვირა.
დიდი ხანია აღარ მქონია ისეთი შეგრძნება დილით რომ გაგეღვიძება და რომ ვერ ხვდები სად ხარ. So Childish.. იქ გამეღვიძა ასე. ჩემს გარდა რათქმაუნდა ყველას ეძნა და მეც გასეირნება გადავწყვიტე :)წვიმამ გადაიღო, მე მანამდე ყავა დავლიე და გარეთ გავედი. ჰო, თან წიგნის მაღაზიას ვეძებდი :)) კვირას, დილის 9 საათზე, წიგნის მაღაზია ქუთაისში. მერე წვიმაც წამოვიდა, თავიდან ფეხებამდე დავსველდი, სახლიდან ძალიან შორს :) სამაგიეროდ სახლებიდან პიანინოზე დაკრული ყანჩელის მუსიკის ხმები გამოდიოდა, ოდნავ არეული რიტმებით, დედასვფიცავარ. თავი წიგნში მეგონა მე კიდე აივნის ქვეშ ვიდექი და ვისმენდი. წიგნის მაღაზია რომ ვერ ვნახე, "ცხელი შოკოლადით" დავკმაყოფილდი და სახლში უკვე ტაქსით წამოვედი.
ვითომ დიდი რამე იყო ახლა ეს ამბები:)
Posted by Anuschka at 11:42 AM 9 comments Links to this post