.jpg)
ათასი სურვილის ახდენის პერიოდია. აი ეს გამოცდებიც ფეხზე მკიდია დაჟე. ახალი სამსახურიც, რომლსაც ვიცი რომ აუცილებლად დავიწყებ, მარტო თოვლიან თელავზე, ჩვენ ძველ სახლზე და ბუხარზე მეფიქრება, ყველანი რო წავალთ, ამ სიმღერას ჩავრთავთ და ათას სისულელეზე ლაპარაკს ბოლოს მაინც threesome porn-ით დავამთავრებთ. ღამე ძილის წინ რომ ყველაზე მაგარ რაღაცეებზე ფიქრობ და არ გეძინება ისე ვარ :)
Thank God. Thanx everyone, who makes miracles for me.
ვინც პოზიტივებს მიგზავნიდა
ვისაც უხარია, რომ ანუშკა ზღაპრებში ცხოვრობს.
და ის,რომ ამ ზღაპარში მალე გათოვდება:)
Frankly, პირველი ზამთარია რომლის მოსვლაც მიხარია :)
Monday, November 30
Pale Blue Eyes
Posted by Anuschka at 11:54 PM 9 comments Links to this post
Monday, November 23
Thursday, November 19
Invitation to the Blues - At Anna, 6.12

სულ რაღაც ორი კვირა დარჩა და ბაკალავრის დიპლომის ასაღებად ორი სემესტრი დამრჩება.
შემდეგ კვირას ოთხი პრეზენტაცია და ერთი ქვიზი მელის.
იმის შემდეგ 5 ფინალური გამოცდა და იუჰუუუუ :) ერთთვიანი დასვენება.
ამდენი ხანი ადრე ზაფხულშიც არ გვასვენებდნენ ხოლმე. მართლა. ახლა რახდება არ ვიცი, მაგრამ აშკარად წინ მელის ერთთვიანი ზამთრის lazy ass.
ბოლო გამოცდას 6 დეკემბერს ვწერ. ამავე საღამოს ყველას, ვისაც გინდათ ჩემთან მოსვლა, შეგიძლათ მოხვიდეთ. მე პირადად ძალიან მინდა რამოდენიმეს გაცნობა.
შეგიძლიათ მოიტანოთ ფლეშკით ყველანაირი სასურველი მუსიკა+ფილმები+კლიპები. რომლებსაც მოვუსმენთ/გავუშვებთ პროექტორზე. დავლევთ ჩაის/ყავას -ან სულაც რაიმე მსუბუქად ალკოჰოლურს. ვილაპარაკებთ ბევრს, გავსინჯავთ ნატალიას გამომცხვარ ლიმნიან ნამცხვარს :)))
6 დეკემბერი კვირაა. მგონი ყველას გეცლებათ. თუ რომელიმეს არ გცალიათ გადავდოთ. I'll be as free as bird.
Write me on FB, if any questins :))))
Posted by Anuschka at 10:28 PM 14 comments Links to this post
Tuesday, November 17
It's a white day today..
ჩართეთ მუსიკა. ამ თავში წაიკითხავთ როგორ აღმოაჩინა ანუკამ, რა კარგია როცა დუდი მანქანის საჭესთან კიარა მასთან ერთად ზისუკანა სვარძელზე, როგორ ჩაეშალა შოპინგი, მოყვა წვიმაში ქუთაისში და გახდა ავად. და კიდევ სხვარაღაცეებსაც.
თბილ საწოლში ვწევარ და ორ წამში ერთხელ ცხვირსახოცს ვეძებ. გავცივდი. მაგრამ სანამ გავცივდებოდი იქამდე ბევრი საინტერესო რაღაც მოხდა. თითქოს რა აუცილებელია ახლა ამ ყველა ამბის აქ დაწერა, მაგრამ ადგილიდან ადგილამდე შუალედებს იმით ვავსებდი რო ვფიქრობდი ამ ამბავს როგორ დავწერთქო მერე ტვინში მომდიოდა ათასნაირი ასე და ისე და ვერთობოდი.
გარშემო პრობლემებით დამძიმებული ადამიანები ოხრავდნენ ოიოიოი :) ყველაფერი მორჩა და ახლა ლოგინში ვწევარ ოდნავ გაციებული. ყელი მეწვის და ლოგინიდან ადგომა მეზარება.სამაგიეროდ მალინiან ჩაის მივირთმევ. მაგრამ, აქამდე ამბები.
ხუთშაბათი.
მანამდე რახდებოდა ნამდვილად არ მახსოვს. ის ვიცი რომ ხუთშაბათს თელავში ვიყავით. ყველაფერი ნისლიანი და ცივი იყო, მე სახლშ ვიყავი შეყუჟული, ფეხებზე თბილი ადიალა მეხურა და ლეპტოპში თემას ვთარგმნიდი. ხანდახან დუდი მოდიოდა, სულ გაწუწული, დამხედავდა მაკოცებდა და წავიდოდა ხოლმე.მოკლედ, დიდი არაფერი. დედას დაბადებისდღე იყო, დაღლილი ჩამოვედი და ვეღარ მივედი. ხანდახან იმასაც ვფიქრობ ხოარ ჯობდა დავრჩენილიყავი და დედასთან წავსულიყავითქო მაგრამ ნუ, რა აზრი აქვს.
პარასკევი.
ეს დღეც ბუნდოვნად მახსოვს რატომღაც. ერთი ის მახსოვს რომ რაღაც ბევრი რამე გავაკეთე. ასენილა!
მაღაზიებში ვიყავი ტანსაცმლის საყიდლად და გადავწყვიტე რომ დეკემბრამდე არაფერსაც არ ვყიდულობ. ცოტათი ფრუსტრირებული წამოვედი მაგრამ მერე ლეკასთან მივედი და ცხელმა ჩაიმ გამომიკეთა ხასიათი. საღამოს ლადარიას ლექციაზე ვიყავით, დანტეს "ღვთაებრივ კომდიას" განიხილავდა. აიაიაიაიაი. აქ წესით ბევრი უნდა ვიჭორავო ახლა, უბრალოდ ცოტა ავად ვარ და იმაზე კეთილი ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ ამიტომ გავჩუმდები.მერე კიდეც ერთი ლექცია მქონდა და უკვე აღარაფრის თავი.
ამ დღეს მივხვდი რომ მთელი დღე სახლიდან გარეთ ყოფბას სასტიკად ვარ გადაჩვეული და კიდე მივხვდი რომ ბევრი ფული მჭირდება რომ დამოუკიდებლად ვიარსებო სახლს გარეთ. ორივე ფაქტი ცუდია და უნდა გამოვასწორო.
შაბათი.
დილით ადრე არ გაგვიღვიძია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ნელნელა ავიზლაზნეთ ჩავიცვით და დასავლეთისკენ წავედით. საკმაოდ კარგი მგაზვრობა იყო. დუდი რულთან არ იჯდა, ასე რომ ჩემ განკარგულებაში იყო უკანა სავარძელზე და მეც უფრო კარგად ვერთობოდი.მოკლედ, ასე მგზავრობა ბევრად უფრო კაია. როცა გინდა ფანჯრიდან გაახდებ, როცა გინდა აკოცებ, როცა გინდა თავს კალთაში ჩაუდებ და დაიძინებ. საღამოს უკვე სამტრედიაში ვიყავით. სადაც წვიმდა, და ამიტომ წითელი კრამიტები უფრო წითელი იყო და პალმები უფრო მწვანე და ჭიშკრები უფრო თეთრი. მოკლედ მე რომ მიყვარს ისეთი. ჩვენ ყველანი ჩუქურთმებიან დიდ ოთახში ვისხედით და ვუსმენდით ქართულ და რუსულ რომანსებს გიტარაზე. მერე აივანზე გამოვდიოდით და ჩუმად ვცეკვავდით. ღამით ქუთაისში წამოვედით სახლში.
კვირა.
დიდი ხანია აღარ მქონია ისეთი შეგრძნება დილით რომ გაგეღვიძება და რომ ვერ ხვდები სად ხარ. So Childish.. იქ გამეღვიძა ასე. ჩემს გარდა რათქმაუნდა ყველას ეძნა და მეც გასეირნება გადავწყვიტე :)წვიმამ გადაიღო, მე მანამდე ყავა დავლიე და გარეთ გავედი. ჰო, თან წიგნის მაღაზიას ვეძებდი :)) კვირას, დილის 9 საათზე, წიგნის მაღაზია ქუთაისში. მერე წვიმაც წამოვიდა, თავიდან ფეხებამდე დავსველდი, სახლიდან ძალიან შორს :) სამაგიეროდ სახლებიდან პიანინოზე დაკრული ყანჩელის მუსიკის ხმები გამოდიოდა, ოდნავ არეული რიტმებით, დედასვფიცავარ. თავი წიგნში მეგონა მე კიდე აივნის ქვეშ ვიდექი და ვისმენდი. წიგნის მაღაზია რომ ვერ ვნახე, "ცხელი შოკოლადით" დავკმაყოფილდი და სახლში უკვე ტაქსით წამოვედი.
ვითომ დიდი რამე იყო ახლა ეს ამბები:)
Posted by Anuschka at 11:42 AM 9 comments Links to this post
Friday, November 6
You, Planner u

ყველაფერს გეგმავო - მომწერა დღეს ლეკამ. რა ვქნა. მიყვარს როცა ვიცი ხვალ საღამოს, ან თუნდაც ორი კვირის მერე რას გავაკეთებ.
დღეს ერთმა შვედმა ჩაგვიტარა ლექცია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ არასრულწლოვნებზე. ლექცია კარგი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო მომეწონა - პარასკევი საღამოა, ადრე გაგიშვებთ შაბათ-კვირა მოდის და ალბათ სადმე გასვლა და დალევა გინდათო.სამწუხაროდ ეს ჩემ გეგმებში არ შედიოდა.რაიმე მიზეზის გამო კი არა, ან ალბათ ზუსტად იმიტომაც რომ არანაირი მიზეზი არ გვქონდა.
ეს ქალი შვედია, და მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ საქართველოში არასრულწლოვნებს სისტემაში ბევრი პრობლემა ექმენბათ, ალბათ ისიც არ იცის, რომ თბილისში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, პარასკევი საღამოა ჯობია გავერთოთ, ვიდრე სახლში ტელევიზორს ვუყუროთო. ის ისე. გული დამწყდა და იმიტომ.
ვერ ვარ ამ ბოლო დროს სუპერ ხასიათზე. ისე ვარ რა.. ჩვეულებრივად, ყოველდღიურად. მაგრამ გეგმები მაქვს, სამაგიეროდ. შემდეგ კვირას მინდა რაღაცეები შევცვალო. 
მაგალითად გარდერობში. გქონიათ ალბათ ისეთი შემთხვევა, ტანსაცმელს რომ გადახედავ და არაფერი არ მოგწონს, არაფრის ჩაცმის სურვილი არ გიჩნდება. ჰოდა ახლა ვარ მასე. რაღაც აჯაჯულ-დაჯაჯულია ყველაფერი და ცოტა უფრო ქალური მინდა გავხადო ჩემი გარდერობი. კაბა უნდა ვიყიდო, კიდევ ფეხსაცმელი და ცოტა თბილი მოსაცმელი. ისევ თბილისის მაღაზიები მახსენდება და ცოტა ხასიათიც მიფუჭდება, მაგრამ იმედია რამეს ვიპოვნი.
წიგნები მინდა კიდევ. ბერგმანის და პავიჩის. შეიძლება კიდე რამოდენიმეს დამატება, მაგალითად ბურჭულაძის "მინერალური ჯაზის" და ჩაკ პალანიკის რომელიმე სასაცილო რომანის. ან სულაც ვონეგუტის. მოკლედ, მთავარია ეხლა წიგნის მაღაზიამდე მივაღწიო.
რა სისულელეა, რომ მგონია ახლა, ამეებს გავაკეთებ და მერე ასე ჩველებრივად აღარ ვიქნები თქო. კიდევ მაქვს რაღაც გეგმები, ოღონდ ისეთი, არა დასაბლოგი. რომ გავაკეთებ მერე დავწერ.
კიდევ უფრო მინდა სადმე წასვლა და იქ სწავლა,ბოლო ბოლო, პარასკევს საღამოს მაინც გავალ ხოლმე, სადმე დავჯდები და რამე ალკოჰოლურს დავლევ. For heaven's sake, and then fall in love. მერე, მინც არაფერი რომ არ შეიცვლება, ნაჩნიკს ავანთებ და ვიიანს წავიკითხავ ამ მუსიკის ფონზე. სანამ დუდი აბაზანიდან გამოვა :)
Posted by Anuschka at 8:38 PM 11 comments Links to this post
Monday, November 2
U'll remember me In my Famous Blue RainCoat

მიყვარს - JeeZ! DUDE..
ვოცნებობ - კარგ მაგისტრატურაზე :)
ვფიქრობ - ძალიან იშვიათად, უფრო ვგრძნობ.
მძულს - wannabe cute ტიპები
ვნანობ - ძალიან ცოტას, ძალიან ცოტა ხნით
კმაყოფილი ვარ - ორგაზმის მერე
მენატრება - სიგიჟე და უპასუხისმგებლობა
მსურს - ვუყვარდე
ვგრძნობ - რომ ვუყვარვარ
მაღიზიანებს - მარტოობა
მეშინია - ცვლილებების
ვიცი - იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ გგონიათ
არ ვიცი - რას ფიქრობენ ჩემზე
შემიძლია - გისმინო
არ შემიძლია - უაზრობები
ვმეგობრობ - ადამიანებთან და ძაღლებთან
ვაპატიებ - ვაპატიებ?
ვტირი - დღეში რამოდენიმეჯერ
ვიცინი - როცა განსაკუთრებით კარგად ვარ, დანარჩენ დროს pretending
ვეძებ - ადამიანებს, რომლებსაც ესმით
ღირსი ვარ - მივაღწიო
ვკარგავ - თავს, ხშირად
მშურს - პარიზის მოდის კვირეულის attendentების
ვემალები - ხალხს
ვემტერები - არავის
მაინტერესებს - ვინ ხარ
არ მაინტერესებს - უუუუამრავი რამე
მახსოვს - მკვეთრი შეგრძნებები
მრცხვენია - ააააა.... არააა...
უარვყოფ - გადაჭრით არაფერს.
ვავადმყოფობ - როცა ძალიან ცუდად ვარ პიროვნულად
ვმალავ - სახლში მიყრილ ნივთებს. სადღაც.
ვინახავ - არაფერს, რაც არ მჭირდება
მწამს - ჩემი შესაძლებლობების
მიკვირს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში (HaH! I'm Immanuel... JEEZ!)
მიხარია - დეტალები
ვჭორაობ - აქ ტოტალური უნიჭო ვარ.
ვდარდობ - როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ
ვამაყობ - არ ვიცი.. არ მიყვარს.
ვეფერები - სითბოთი
მსიამოვნებს - კოცნა
მესიზმრება - ბევრი და ფერადი
ვეხმარები - ჩემ თავს, როცა რაღაცეები ეზარება
ვეწევი - ძირითადად იმას, რასაც დუდი ეწევა
მწყინს - როცა ჩემ საქმეში ერევიან
ვხარჯავ - ანგარიშის გარეშე
ვღალატობ - არავის
ვკამათობ - მარტო იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩემთვის რაღაცას ნიშნავს
ვუხეშობ - მომსახურე პერსონალთან
ვუსმენ – მოთმინებით
ვყოყმანობ - არასდროს.. მალე ვწყვეტ რა მინდა
ვკითხულობ - ამ წუთას იდიოტობას... გამოცდისთვის.
ვამზადებ - მყუდრო გარემოს
ვუყურებ - ხან უაზროდ, ხან სიყვარულით
ვკლავ - ბოროტ აზრებს
ვცხოვრობ - თ, ერთად
ვცემ - მძულს
ვყვირი - ხოლმე
ვმღერი - მანქანაში
ვასრულებ - ოცნებებს
ვმკურნალობ - ვერ ვიტან როცა მკურნალობენ.
ვერიდები - გაუგებარი ტიპის ადამიანებს
ვთამაშობ - Machinarium-ს
ვიტყუები - და არ გამომდის ხოლმე
ვეთაყვანები - WTF????
ვგიჯდები - და მერე წამლებს ვყლაპავ:(
ვაგროვებ - სიამოვნებებს
ვეჭვიანობ - და არ მომწონს
“ვკაიფობ” - ცხოვრებით
ვიზიდავ - იშვიათად, მაგრამ საფუძვლიანად
ვალამაზებ - UUF...
Posted by Anuschka at 12:38 AM 9 comments Links to this post