Wednesday, October 28

My Prague - HoneyMoon

ფანჯრიდან..



SUNNY NOON



პოლიციელი



ჩემი ძაღლი და მე. ებრაული კვარტალი <3



სახლის სახურავის დეტალი



სახურავები



დრიმ დრიმ დრიმ :)



მიყვარს როცა ვიღაცას გზას ვასწავლი :) ვან ოფ მაი ჰობბის :)



ფრანც კაფკას ქუჩაა. არა, კაფკასი შეიძლება არც არის, მაგრამ მე სულ ასეთი წარმომიდგენია და რა ვქნა..



ბუკინისტებში ქექვის შედეგი :)



25 CZK BURGERS :)

Sunday, October 25

KISS THE BOYS AND MAKE THEM DIE


(ჩართეთ რა, მუსიკა, ინფანტებო!)

ალბათ ყველას გყავთ გარშემო ისეთი მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი გოგო მაინც, რომელსაც საკმაოდ ინფანტილური გამოხტომები აქვს, არაბუნებრივად ძალიან უნდა რომ სათამაშო ვეფხვი "ვინი პუხიდან" ყავდეს ჩანთაზე ჩამოკიდებული, ლაპარაკისას ოდნავ ბავშვურად წელავს სიტყვების დაბოლოებებს და გაბუტვის ნიშნად ტუჩებს ატრიალებს. აუცილებლად გეყოლებათ.

ალბათ, ისიც იცით, რომ მათ არავისთვის არასდროს არ უკოცნიათ. არავისთვის არასდროს. ეს ჩემთვის იმდენად არაბუნებრივად ჟღერს, რომ აი რამოდენიმეჯერ გადავხარშე ტვინში, სანამ დავწერდი და მაინც ვერ გადავიტანე. იმ გოგოებთან ურთიერთობისას, რომლებსაც არავისთვის უკოცნიათ, აუცილებლად ვივიწყებ ხოლმე მათი კოცნის სტატისტიკებს, თორემ თავში საცოდავი აზრები მომდის.

რატომ? აი რატომ არ კოცნიან ეს გოგოები ბიჭებს?? (ნუ,ან გოგოებს, გემოვნების ამბავია),აი, აქ კი ჩემი დაკვირვებით კომპლექსური იდიოტიზმია ჩართული.

1. GOD BLESS HER

პირველი მიზეზი, ის არის რომ ეს გოგოები უბრალოდ შეუხედავები არიან.აი მახინჯები ან უნარშეზღუდულები კიარა, უბრალოდ შეუხედავები. რამდენადაც ამ ინფანტილურობებს არიან გადაყოლილნი იმდენი საკუთარ თავს რომ მოუარონ საქმე უფრო კარგად იქნებოდა, მაგრამ ნუ.. გოჭის მობილურზე დაკიდება გაცილებით უფრო ადვილია.
ნაცნობების წრე ძირითადად მსგავსი ინფანტებით შემოიფარგლება. ბიჭებზე ოცნებობენ, მაგრამ შორიდან.

2. I'M A GOOD GIRL

ეს კასტა ყველაზე უფრო საშინელია never been kissed გოგოებს შორის. ისინი უბრალოდ თვლიან რომ "წესიერი" გოგოები არიან და ამას საკუთარ თავს ყოველ დღე უმტკიცებენ. ნაცნობი ბიჭების წრეში ჯგუფელები და უბნელები შედიან. აააბა უბნელს როგორ აკოცებენ... მერე ხომ ყველა ამაზე ილაპარაკებს. ჯგუფელებთან კიდე მეგობრობენ, კარგად მეგობრობენ, იმდენად, რომ არასდროს მოუვათ იმ ბიჭებს აზრად რომ ამ გოგებზე როდესმე სექსუალური ფანტაზიები გაუჩნდეთ. ეს გოგოები ხშირად კარგად გამოიყურებიან. Definitely nothing wrong with them. უბრალოდ, ასე ურჩევნიათ, ურჩევნიათ წესიერები იყვნენ. მართალია, ძილის წინ ოცნებობენ ვინმეს კოცნაზე, შეიძლება ღამით სექსუალური ფანტაზიებიც აწუხებთ, მაგრამ, ნუ მასტურბაციასაც ნიჭი უნდა :)))) ასეთო გოგოების მთავარი დილემა არის ვის აკოცონ პირველად: ჯად ლოუს თუ ბრედ პიტს???

3. RELIGIOUS

რელიგიური გოგოები, უბრალოდ საკუთარი რელიგიური მოსაზრებების გამო არ კოცნიან არავის. მე მათი მესმის. ნუ, ყოვეშემთხვევაში, ზედა ორ კასტას ჯობია. ნაცნობების წრე საკმაოდ ფართოა. ღამით სექსუალური სიზმრებით რამდენად იტანჯებიან ვერ ვიტყვი. ოცნებობენ გათხოვებაზე და ლეგალური კოცნებით წინასწარ ტკბებიან.

GIRLZ! კოცნისგან არ დაფეხმძიმდებით. და ხშირად ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, რომლის განსახორციელებლად სულაც არ არის აუცილებელი დარწმუნებული იყო იმ ბიჭის სიყვარულში, ვარსკვლავურ მომავალში ან იმაში,რომ ორ თვეში ნიშნობის ბეჭედს გაგიკეთებს.
JUST KISS THE BOYS AND MAKE THEM DIE!

Saturday, October 24

Frosty Mornings,I'm in Love




(ჩართეთ მუსიკა პოსტის ბოლოს)

...
არა ანუკა, აღარ თქვა არაფერი
დაიძინე და ღამე უფრო მალე გავა
დედა როგორც გეუბნებოდა ბავშვობაში - დაიძინე და მალე ჩავალთო
აღარ თქვა არაფერი, დაიძინე და მალე გათენდება.

მერე რა, რომ ხვალ ისევ ის იქნება რაც გუშინ იყო. თითქოს მთელი დღე ისევ დღევანდელი დღისთვის ემზადები.
იღვიძებ, იმზადებ ლიმნიან ყავას. ლიმონი შავდება და რბილდება, ყავის სუნი კიდე მთელ სახლში ტრიალებს. ახალი დილის სახლში, მზე რომ შემოდის ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისეთში.
ჯდები შავ სავარძელზე, რაღაცეებს კითხულობ და ხვდები რომ ისევ რაღაცისთვის ემზადები, აი ისეთისთვის, დღევანდელი და ხვალინდელი ერთნაირი დღეებისგან ძალიან რომ განსხვავდება.
ყოველ დილას შხაპის მერე ხომ ერთნაირად მცივა, პირსახოცში ვეხვევი და ტერფების ყურებით ისევ ისე ვირთობ თავს, ადრე როგორც ვირთობდი. მერე ვიღაც გეუბნება, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ, და შენც იმედი გაქვს რომ კარგი ხარ. ყველანაირად ცდილობ რომ კარგი იყო და გეგმებს აწყობ.. აი ის რომ ჩემთან ერთად იქნება, მერე ყველაფერი ისევ ასე აღარ იქნება, მერე ჩვენ წავალთ, ნაყინს შევჭამთ და აღმოსავლეთ ევროპის ცივი შემოდგომის ნისლიან დილაზე ვილაქლაქებთ, ლიმნიან ყავას დავლევთ.

მერე ნელ ნელა ღამდება და ისევ აყაყანებულ ლექციებზე მივდივარ, იქ ზუსტად იგივეს ვაკეთებ რასაც ვაკეთებდი წინა სამი წლის განმავლობაში, მერე სახლში მოვდივარ, დუდის კისერში ვუყოფ ცხვირს და ყოველ დღე ახალ სიყვარულს ვისუნთქავ და მაშინ მჯერა, რომ ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება.

მაგიდაზე დაყრილ ჭიქებს ვალაგებ, ფარდებს ვასწორებ და წიგნებს ვაწესრიგებ. ხვალინდელი დილისთვის ვემზადები.

ღამე, მეღვიძება და ყველაფერი სანამ სიზმარი მგონია, ჩემ თავს ვეუბნები, დაიძინე, ანუკა, დაიძინე, და უფრო მალე გათენდება, უფრო მალე, აი ნახავ.

Thursday, October 15

Fuck your silly stereotypes!



"რატომ გგონიათ, რომ თუ გეი ვარ აუცილებლად შოპინგებზე უნდა დავდიოდე და კარგი გემოვნება მქონდეს? არ წამოვალ მე შენთან ერთად შოპინგზე!"

რამდენი სტერეოტიპია, აი იმდენი, რომ ვერც იტყვი რაღაცას მართლა ფიქრობ, თუ რომელიმე ასეთი სტერეოტიპის გავლენის ქვეშ ხარ. ყველგან ნიუ მედია ფორუმზე, ქართლ ბლოგოსფეროზე და მსგავს კოლექტიურ იდეოლოგიებზე წერენ - მაგალითად, 80 რჩევა პოსტისთვის, ჩემი 5 საუკეთესო მეგობარი, ძუძუს ჩადების 6 მნიშვნელოვანი ფორმა, სიყვარულის 10 წამალი და ა.შ.

ასე მგონია, საკუთარი ბლოგის privacy მერღვევა. ნუ, ეს ალბათ მე ვუბერავ.

მე ვწერ იმაზე, როგორ მიყვარს საღამოს ლეკასთან ერთად ჩვენი ძველი სლაიდების გაშვება, ჩხაკუნა გამშვებით და სიძველისგან ოდნავ გაყვითლებული სლაიდების ფარდით.. Soul საღამოები 80 იანების მუსიკით, სექსუალური არითმიები, ესპანეთის მზეები და ზღვის სუნი, რომელიც სადაც არ უნდა ვიყო სულ ამდის კანზე :)

და მაინც მგონია, რომ ამაზე წერა ჯობია. ეს უფრო საინტერესო, ინტიმური და ჩემია.
So Fuck your Stereotypes my dears..

And, one more MAN from my past :D

Monday, October 12

I'm gonna watch the blue birds fly over my shoulder



ჩემ ბლოგს, ის სიმღერა ჩაემატა, რომლის მიხედვითაცჩემ ბლოგს სახელი დავარქვი:) გაიხედეთ თქვენგან მარჯვნივ და ჩართეთ :)

Candy says I've come to hate my body
and all that it requires in this world
ხანდახან, როცა სამთვიანი დიეტების შემდეგ მაინც დამთრგუნველი შედეგები მაქვს
როცა დიმედროლიან გასპაჩოებს ვეძალები


Candy says I'd like to know completely
what others so discreetly talk about

აი, ძალიან მაინტერესებს კიარადა, ვერ ვხვდები საერთოდ ადამიანების სხვებზე რატომ ლაპარაკობენ, თან ისე, ფარულად და ძალდატანებული ღიმილებით:) თან ისეთ ადამიანებზე, დიდად რომ არ უყვართ.. ჰაჰა.. მაგრამ, გულახდილი რომ ვიყო, მინდა ვიცოდე :)

I'm gonna watch the blue birds fly over my shoulder..

დღეს ფასანაურში გავისეირნეთ.. აი ისეთი სამოთხე იყო.. ისეთი შემოდგომა, მწვანე ნაძვებით, ჰაერში კვამლით და ნისლით, ალაგ ალაგ გამომძვრალი მზეებით და დიიდი ტირიფებით. ტომის rain dogsებით:)

აი, აქ ვიყავით :)

Saturday, October 10

All these people are ghosts til they meet me


ბავშვობაში ყველაზე ძალიან ის მიყვრდა,დაძინებისას ერთ ოთახში შუქს რომ ტოვებდნენ ანთებულს, რომ გამღვიძებოდა ღამე და არ შემშინებოდა.
ახლა სახლში სიჩუმეა. ნელ-ნელა დაბნელდა, ფარდებიდან და ჟალუზებიდან რათაც მუქი ნაცრისფერი სინათლე შმოდის, და მარტო შემოსასვლელში ანთებული შუქი ანათებს.
სიწყნარეა და სისუფთავე.
რომ ვიღლები ვნატრობ ხოლმე- ასე ვიყოთქო, მარტო და ჩემთვის.
დღის ეს ნაწილიც მიყვარს, სუმერკი რომაა და ნელ ნელა თავზე დაგაღამდება და კარგად იყავი.

რაღაცნაირი პერიოდია. შემოდგომისნაირი. აი შემოდგომა ხომ ზოგადად სხვებისთვის მშვიდი და წყნარი პერიოდია. ჩემთვის კიდე ყველაზე უცნაური და სხვანაირი.

სანამ მე შეგხვდებით ყველანი მოჩვენებები ხართ. ვერასდროს ვერ ვიხსენებ თუნდაც ყველაზე ახლობელი ადამიანის სახეს, ცუდი მეხსიერება მაქვს. ალბათ ამის ბრალიცაა საკუთარ ტვინში მოჩვენებასავით რომ ვაცხოვრებ ყველა ადამიანს, სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით და ის ჩემთვის ახლიდან არ გადაიქცევა სხეულიან ჩემნაირ არსებად.

პრინციპში, სარკეში თუ არ ჩავიხედავ, ჩემი თავისთვის მეც მოჩვენება ვარ. ამიტომ ძალიან მიყვარს სარკეები - ერთხელ, ფსიქოლოგმა გამომიწერა სარკეში დიდი ხნით ყურება. საკუთარი თავის შეცნობის და დალაგების პონტში. მაინც არაფერი გამოვიდა. სარკეები კიდე მანამდეც მიყვარდა და ახლაც მიყვარს.

აი ღამე რომ გაიხედავ და ჩაბნელებული რომაა ყველაფერი, ფანჯრებში შუქები ანთია და ფიქრობ რო ნეტა ახლა იმ ფანჯარაში რა ხდება, და ნეტა ეხლა იმ მთაზე რომ სუუულ სულ ბოლო სინათლე ჩანს რა არის და ეგეთი ამბები.

მზიანი დღე იყო დღეს, მაგრამ, თქვენ ყველანი მაინც მოჩვენებები ხართ ჩემ ტვინში, სანამ არ შემხვდებით.



Tuesday, October 6

Kurt Vonnegt; Mother Night


სპეციალური განყოფილება

მცველი, რომელიც არნოლდ მარქსს ცვლის ყოველ შუადღეს, დაახლოებით ჩემი ხნისაა - მე ორმოცდა რვა წლის ვარ. ასე რომ, მას კარგად ახსოვს ომი, მაგრამ გახსენება დიდად არ უყვარს.
მისი სახელია ანდორ გუტმანი. ანდორი ცოტა შენელებული აზროვნების, არც ისე გონებამახვილი ესტონელი ებრაელია. მან ორი წელი გაატარა აუშვიცის „განადგურების“ ბანაკში. ცოტა დააკლდა, რომ კრემატორიუმის მილიდან კვამლივით არ გამოფრენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი დიდად არ ჰქონია: „ზონდერკამანდაში ახალი ჩაწერილი ვიყავი“, მითხრა მან, „როდესაც ჰიმლერისგან ბრძანება მოვიდა ღუმელთა დახურვის თაობაზე.“
ზონდერკამანდა არის აუშვიცის სპეციალური განყოფილება, აი, ჭეშმარიტად სპეციალური განყოფილება - შედგებოდა ტყვეებისგან, რომელთა მოვალეობაც იყო მსჯავრებული პატიმრების გაზის კამერებში შეყვანა, და შემდეგ მათი სხეულების იქედან გამოტანა. როდესაც სამუშაოს შეასრულებდნენ, ზონდერკამანდის წევრებსაც ხოცავდნენ. მათი შემდგომების მოვალეობა კი წინამორბედების ნარჩენებისაგან გათავისუფლება იყო. გუტმანმა მითხრა,რომ ბევრი საკუთარი სურვილით ეწერებოდა ზონდერკამანდაში.
„რატომ?“ ვკითხე
„თუ დაწერ წიგნს,“ მითხრა მან, „და გცემ პასუხს კითხვაზე“რატომ?“ ძალიან კარგი წიგნი გამოგივა“
„და შენ იცი პასუხი?“ ვკითხე
„არა“ თქვა მან, „ამიტომაც ბევრ ფულს გადავიხდიდი წიგნში, რომელშიც ამ კითხვაზე პასუხი იქნებოდა“.
„რაიმე მოსაზრებაც არ გაქვთ?“.
„არა“, თქვა მან, თან თვალებში მიყურებდა „მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მოხალისე მე ვიყავი“.
ამ აღიარების შემდეგ იგი ცოტა ხნით გავიდა. აუშვიცზე ფიქრობდა, რაც ალბათ ყველაზე ნაკლებად მოწონდა. როცა დაბრუნდა, მითხრა:
„ბანაკში ყველგან იყო ხმამაღლამოლაპარაეები“ თქვა მან, „რომლებიც არასდროს ჩუმდებოდნენ. ძირითადად მუსიკას გადმოცემდნენ ხოლმე, ვინც მუსიკაში ერკვეოდა, მეუბნებოდა, რომ კარგი მუსიკა იყო - ზოგჯერ საუკეთესოც“.
„საინტერესოა“- ვთქვი მე
„რა თქმა უნდა ებრაელების მიერ შექმნილი მუსიკა არ იყო“, თქვა მან, „აკრძალული იყო“.
„ბუნებრივია“, ვთვი მე.
„და მუსიკა ყოველთვის შუაში წყდებოდა“ თქვა მან, „და იწყებოდა განცხადებები. მთელი დღე მარტო მუსიკა და განცხადებები“.
„ძალიან თანამედროვეა“ ვთქვი მე.
მან თვალები დახუჭა, რაღაცას იხსენებდა. „ ერთ განცხადებას ყოველთვის მოსდევდა საბავშვო სიმღერები. და ეს დღეში რამოდენიმეჯერ ხდებოდა. ეს იყო ზონდერკამანდის გამოძახება“.
„ხო?“ ვთქვი მე
„Leichentriiger zu Wache“, წაიღიღინა მან, თვალებდახუჭულმა.
თარგმანი: „ გვამების დამტარებლები - საგუშაგოზე“. დაწესებულებაში,რომლის მიზანიც მილიონობით ადამიანის განადგურება იყო ეს სავსებით ბუნებრივად ჟღერდა.
„ორი წლის განმავლობაში რომ გესმის ეს განცხადება, მუსიკასთან ერთად“, მითხრა გუტმანმა,“გეჩვენება, რომ გვამების დამტარებლის პოზიცია სულაც არარის ცუდი“.
„მესმის“. ვთქვი მე.
„გესმის?“ თქვა მან და თავი გააქნია. „მე არა. ყოველთვის მექნება სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რომ ზონდერკამანდის მოხალისე ვიყავი“.
„მე ასე არ ვფიქრობ“ ვთქვი მე.
„მე ასე ვფიქრობ“ თქვა მან „ და არ მინდა რომ როდესმე ამაზე კიდევ ვილაპარაკო“.

Thursday, October 1

Wanna watch my sex-tape?


არა, ამ პოსტის ბოლოს არ იქნება ჩემი სექს თეიფი. იმიტომ არა, რომ ეს უბრალოდ, ცუდია. იმიტომ რომ არასდროს ჩამიწერია.
არის ეს რაღაც სექსუალური ექსპერიმენტი? თუ უბრალოდ გართობაა? თუ ამას მარტო ავადმყოფები და მანიაკები აკეთებენ?
ნუ, არვიცი.
ზოგადად, ადამიანებს, ვისი ცხოვრების ნაწილიცაა სექსი, i mean ცხოვრების ნაწილი და არა ბავშვის ჩასასახად ან ქმრის გასახარებლად გაღებული მსხვერპლი, ხანგრძლივი ურთიერთობის მერე უნდება to experiment a little.
არა იმიტომ, რო ყველაფერი მოსაწყენი ხდება. არა ნუ.
აი პირიქით.
იმიტომ, რომ ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება. მე არ ვამბობ, რომ სექსუალური ცხოვრების იმ ფაზაში ვარ, რომ აი აუცილებლად ექსპერიმენტები მჭირდება. და საერთოდ, კონსერვატიული თხის რქა ვარ და არც ის ვიცი როდესმე მომინდება თუ არა. მაგრამ ფაქტია რომ ასეთი ამბავი ძალიან ბუნებრივია.
ეს ყველაფერი ამ კლიპზე გამახსენდა. ნუ გალო დიდად არ მიყვარს, მაგრამ კლიპია ისეთი, იამი.