Wednesday, September 30

Romeo and Juliet


შექსპირის რომეო და ჯულიეტა ჩემი აზრით ყველაზე, ყველაზე მაგარი ნაწარმოებია რაც როდესმე დაწერილა.
და ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ჩემს ამ მოსაზრებას 100% ით დაეთანხმება.
არც მინდა.
დიდად არ მიყვარს რაღაცეებზე რო მეთანხმებიან, მირჩევნია ჩემთვის, მარტო ჩემთვის იყოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.

ყველაზე უბრალო, და სადა ჭეშმარიტებაა. ნუ, აბა რა არის იმაში განსაკუთრებული, რომ 14 წლის ჯულიეტას და 16 წლის რომეოს ერთმანეთი უყვარდებათ, უნდებათ, და ყველაფერი მაშინ რჩება, როცა საჭიროა.
ისე მთავრდება, როგორც დაიწყო - უბრალოდ და ბანალურად. კვდებიან.
მერე რა, როდესმე ხო მაინც მოკვდებოდნენ, და რა მნიშვნელობა აქვს ეს ერთი სექსის მერე იქნებოდა თუ 76-ის.

არსებობენ ადამიანები, საკუთარ თავს ზოგი "ზედმეტად პრაგმატულს" და ზოგიც კიდე ათას სულელურ ეპითეტს რომ უწოდებს. ისინი აგდებით უყურებენ ამ ნაწარმოებს. ზოგს ეს მარტო დიკაპრიო გონია. ზოგმა- მართალია იცის, რომ არსებობს ქართული თარგმანი, მაგრამ ნამდვილად არ წაუკითხავს. ზოგმა წაიკითხა კიდეც, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგო.
ნუ, თუ არასდროს არ გყვარებია ისე, რომ მზად ხარ დღეში სამჯერ გამოცალო ყველანაირი საწამლავი და ამ მიდრეკილებამ სიამოვნებისმაგვარი თრობა გამოიწვიოს, ალბათ ვერც უნდა გაიგო.
მე, და ჩემნაირი სუიციდური სიყვარულით დაავადებულები ბედნიერები ვართ.
ჰოდა, როგორც ერთ ბლოგერს ეწერა, სიკვდილი გვამის გარეშეც შეიძლება.

ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კვირას გაიხსნა Oskaras Koršunovas-ის "რომეო და ჯულიეტა"-თი. ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო. ნუ, ორიგინალურ დადგმებზე, რეჟისორის contamporaine art-ზე და მსგავს პიზძეცინტელექტუალიზმებს არ მოვყვები. თქვენი განათლება სულაც არ მაქვს მიზნად.not my blog format. ხვალ "ფაუსტზე" მივდივართ. აი "ფაუსტი" უკვე დუდის სტიქიაა.

Sunday, September 27

ტიგლათფილასარ მესამე


ჩემი სახელია ჰოვარდ ვ. კემპბელ ჯუნიორი. დაბადებით ამერიკელი, რეპუტაციით ნაცისტი და მიდრეკილებებით უსამშობლო ადამიანი.
ამ წიგნს 1961 წელს ვწერ.
ამ წიგნს ვწერ ბ-ნ ტუვია ფრიდმანისთვის, ჰაიფის ომის დამნაშავეთა დოკუმენტაციის ინსტიტუტის დირექტორისთვის, და ნუ, ყველასთვის, ვინც ამით დაინტერესდება.
რატომ უნდა აინტერესებდეს ბ-ნ ფრიდმანს ეს წიგნი?
იმიტომ, რომ ეს წიგნი დაწერილია ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანის მიერ. ბატონი ფრიდმანი ასეთი ტიპების სპეციალისტია. მას ძალიან უნდოდა რომ ჩემგან მიეღო რაიმე დოკუმენტი, რომელიც შეავსებდა მისი ნაცისტური სისაძაგლეების არქივებს. მას ეს ისე ძალიან უნდოდა, რომ მომცა მე საწერი მანქანა, უფასო სტენოგრაფისტი, და კვლევითი ექსპერტების დახმარების შესაძლებლობა, რომლებსაც შეუძლიათ გამოიკვლიონ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მე დამჭირდება ჩემი მასალების დასაზუსტებლად და შესავსებად.
ციხეში ვზივარ..
ვზივარ მშვენიერ, ახალ ციხეში - ძველ იერუსალიმში
ველოდები, რომ სამართლიანად ვიქნები გასამართლებული ჩემს მიერ ჩადენილი ომის დანაშაულისათვის ისრაელის რესპუბლიკის მიერ.
საინტერესო საბეჭდი მანქანა გამომიგზავნა ბატონმა ფრიდმანმა - ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა. ეს საწერი მანქანა ნამდვილად გერმანიაში იყო დამზადებული, მეორე მსოფლიო ომის დროს. საიდან ვიცი? ძალიან მარტივია, მას ერთი ღილაკი აქვს, რომელიც არასდროს ყოფილა არცერთ საბეჭდ მანქანაზე მესამე რეიხამდე. სიმბოლო, რომელიც აწი აღარასდროს იქნება გამოყენებული.
ეს არის ორი ელვისებური ხაზი - პირქუში S.S-ის სიმბოლო. Schutzstaffel ნაციზმის ყველაზე ფანატური განშტოება იყო.
ასეთ საბეჭდ მანქანას ვიყენებდი გერმანიაში, მთელი ომის მანძილზე. იქ, სადაც სიტყვა Schutzstaffel -ის დაწერა იყო საჭირო, რასაც ხშირად და დიდი ენთუზიაზმით ვწერდი, არასდროს გამომიყენებია აბრევიატურა S.S. ყოველთვის საბეჭდი მანქანის ამ ღილაკს ვაჭერდი - უფრო საშიში და მაგიური რომ ყოფილიყო.
ძველი ამბავია.
ძველი ამბები მახვევია აქ გარს. მიუხედავად იმისა, რომ ციხე, რომელშიც მე ვლპები, ახალია, მითხრეს რომ რამოდენიმე ქვა ჯერ კიდე სოლომონის დროინდელია.
ზოგჯერ, როცა ჩემი საკნის ფანჯრიდან ისრაელის რესპუბლიკის მხიარულ და გაბედულ ახალგაზრდობას ვუყურებ, მგონია, რომ მე, და ჩემი ომის დანაშაულები ისეთივე დიდი ხნის ვართ, როგორც სოლომონის დროინდელი ქვები. რამდენი ხნის წინ იყო ეს მეორე მსოფლიო ომი! რამდენი ხნის წინ იყო მისი დანაშაულები!
ახლა ნახევრად დავიწყებულიც კია, ებრაელების მიერაც კი. ახლაგაზრდა ებრაელებზე ვამბობ. ერთერთმა ებრაელმა, რომელიც მე მდარაჯობს, საერთოდ არაფერი იცის ომის შესახებ. და არც აინტერესებს. მისი სახელია არნოლდ მარქსი. ძალიან წითური თმები აქვს. მხოლოდ თვრამეტისაა, რაც ნიშნავს, რომ იგი იყო მხოლოდ სამი წლის, ჰიტლერი რომ მოკვდა და საერთოდ არარსებობდა, მაშინ, როცა ჩემი კრიმინალური კარიერა დაიწყო. ის მე დილის ექვსი საათიდან შუადღემდე მდარაჯობს.
არნოლდი ისრაელში დაიბადა, და არასდროს არ გასულა მის გარეთ.
დედამისმა და მამამისმა გერმანია ოცდაათიანების დასაწყისში დატოვეს. მისი ბაბუა, როგორც მითხრა, დააჯილდოვეს რკინის ჯვრით პირველ მსოფლიო ომში.
არნოლდი სწავლობს იურიდიულზე. არნოლდის და მამამისის - მეჭურჭლის - გატაცება არქეოლოგიაა. მამა-შვილი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ჰაზორის ნანაგრევების გათხრებზე ატარებენ. ისინი იგალ იადინის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობენ, რომელიც ისრაელის ჯარის ადმინისტრაციის მეთაური იყო არაბულ ქვეყნებთან ომის დროს.
ნუ, ასე იყოს.
ჰაზორი, როგორც არნოლდმა მითხრა, ქანაანელების ქალაქია ჩრდილოეთ პალესტინაში, რომელიც არსებობდა ქრისტეშობამდე ცხრამეტი ათწლეულით ადრე. მაგრამ ქრისტეშობამდე სადღაც მეთოთხმეტე ათასწლეულში- მეუბნება არნოლდი- ისრაელის ჯარმა დაიპყრო ჰაზორი, დახოცა მისი 40 000 მცხოვრები და გადაწვა. „სოლომონმა აღადგინა ქალაქი“ - ამბობს არნოლდი - „მაგრამ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 732 წელს ტიგლათფილასარ მესამემ ისევ გადაწვა ქალაქი“.
„ვინ?“ - ვთქვი მე.
„ტიგლათფილასარ მესამე“, თქვა არნოლდმა.“ასირიელი“, ისე თქვა, თითქოს უნდა გამხსენებოდა.
„აჰ“ - ვთქვი მე, „ის ტიგლათფილასარი...“
„ისე იქცევი, გეგონება არასოდეს გსმენია მასზე“ - თქვა არნოლდმა
„არასოდეს“- უხერხულად ავიჩეჩე მხრები - „ და ალბათ ეს საშინელებაა“
„კარგი“ - თქვა არნოლდმა, სკოლის მასწავლებლის სახით - „მე მგონია, რომ ის ისეთი ტიპია, რომ ყველამ უნდა იცოდეს მის შესახებ. ის ალბათ ყველაზე წარმატებული ასირიელი იყო“.
„ააჰ“, ვთქვი მე
„თუ გინდა მასზე წიგნს მოგიტან“ - თქვა არნოლდმა
„კარგი იქნებოდა“ ვთქვი მე. „ შეიძლება მოგვიანებით წარმატებულ ასირიელებზეც დავფიქრდე. მაგრამ ახლა ჩემი გონება მთლიანად დაკავებულია წარმატებული გერმანელებით“.
„მაინც ვისით?“ თქვა მან
„ოჰ, ამ ბოლო დროს სულ ჩემ ძველ უფროსზე, პაულ იოსიფ გებელსზე ვფიქრობ“ - ვთქვი მე
არნოლდი გამოშტერებული მიყურებდა. „ვინ?“ - მკითხა მან.

და მე ვიგრძენი როგორ მოემართება მთელი წმინდა მიწის მტვერი ჩემს დასამარხად, და რომ ერთ მშვენიერ დღეს მტვრის და ქვების სქელი საბნის ქვეშ გავეხვევი. ვიგრძენი ოცდაათ ან ორმოცფუტიანი ძველი ქალაქის ნანგრევები ჩემს ზემოთ, ჩემს ქვემოთ კი რამოდენიმე სამზარეულოს ხლამი, ერთი ან ორი საფლავი - და კიდევ ქვემოთ - ტიგლათფილასარ მესამე.

Kurt Wonnegut. Mother Night

Saturday, September 26

Kurt Wonnegut. Mother Night.


ამ ბოლო დროს ვარგას ლ'ოსას ბოლო რომანი თარჯიმნებზე იყო, დაიმის მერე ამეკვიატა ფიქრი თარგმანებზე. ზოგადად, მივხვდი, რომ თარგმნის პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. საერთოდ ენები მიყვარს. ზოგი დაუსწრებლადაც ვიცი. ასე რომ. დიდი არაფერი ისეთი, მაგრამ მაინც.

სოფის გერმანულ ვოიაჟს დავამთხვიე და მგონი თემატურადაც ჯდება. ჯერ მარტო შესავალი, მაგრამ თითო პოსტს თითო თავსაც მოვაყოლებ ხოლმე. თარგმანი არაპროფესიონალური და სააააშინლად დილეტანტურია. თითქმის პირდაპირ მაქვს ნათარგმნი ინგლისურიდა, სიტყვების წყობის გადმოქართულებაც დამეზარა.. ნუ რა, მერე. ასეც არაუშავს.

ჰო, კიდე დუდის მინდოდა რომ წაეკითხა ეს მოთხრობა. და ნუ ვერა და ვერა. და ასე მაინც:)
საერთოდ, ვონეგუტი ვისაც უყვარს ამბობს რომ ეს მისი ერთერტი სუსტი რომანია, მაგრამ მე და კურტი სხვანაირად ვფიქრობთ. ძალიან მიყვარს mother night.

სულ ეს იყო. საშინელი კვირა მქონდა, დაძაბული. დღეს, დღის ბოლოს კიდე ერთი პრეზენტაცია Juvenile Justice- ზე. ყველაფერმა ჩაიარა, შაბათ-კვირაა და ახლა ვნახოთ.

I adore my Friday evenings.
kiss me good night.


ჩასქროლეთ და წაიკითხეთ ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერის ფონზე, რომელიც ძალიან უხდება mother night-ს:)
....................................................................................

შესავალი


ეს ჩემი ერთადერთი მოთხრობაა, რომლის მორალიც მე ვიცი. სულაც არ ვფიქრობ რომ ეს გადასარევი მორალია, უბრალოდ, ისე მოხდა რომ ეს ვიცი: ჩვენ ზუსტად ის ვართ, რადაც თავს ვაჩვენებთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ იმას, თუ რად ვაჩვენებთ თავს.

ჩემი პიროვნული გამოცდილება ნაცისტების საქმეებთან შეზღუდული იყო. იყო რამოდენიმე გათახსირებული და აქტიური სუფთა ამერიკელი ფაშისტი, ჩემ მშობლიურ ქალაქ ინდიანაპოლისში, 30-იანებში, და ვიღაცამ შემომაჩეჩა „სიონისტ ბრძენთა პროტოკოლი“, რომელიც, მახსოვს მსოფლიოს დაპყრობის ებრაელთა საიდუმლო გეგმას შეეხებოდა. და მახსოვს რაღაც ხუმრობები ჩემს დეიდაზეც, რომელიც ცოლად გაჰყვა „გერმანელ გერმანელს“, რომელსაც უნდა გამოეთხოვა ინდეანაპოლისიდან ცნობა, რათა დაემტკიცებინა, რომ მას არ ქონდა ებრაული სისხლი. ინდეანაპოლისის მერმა, რომელიც მას კოლეჯიდან და საცეკვაო სკოლიდან იცნობდა, სიამოვნებით გაუფრომა მას დოკუმენტები, რომლებას გერმანელები ითხოვდნენ, ლენტებით და სხვა ოფიციალური ბეჭდებით და რომლებიც გავდა მეთვრამეტე საუკუნის სამშვიდობო შეთანხმებებს.

ცოტა ხნის შემდეგ ომი დაიწყო, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, და ტყვედაც ჩავვარდი. ასე რომ, გერმანია ახლოდან გავიცანი ომის მიმდინარეობის დროს. მე ვიყავი რიგითი ბატალიონის მზვერავი და ჟენევის კონვენციის პირობების თანახმად, მე უნდა მემუშავა საკუთარი თავის შესანახად, და ეს უფრო კარგი იყო, ვიდრე ცუდი. სულაც არ ვიყავი ვალდებული მთელი დრო ციხეში გამეტარებინა სადღაც ქალაქგარეთ, ხშირად მიწევდა ქალაქში წასვლა, რომელიც დრეზდენი იყო და მე ვხედავდი ხალხს და იმას, რასაც ისინი იქ აკეთებდნენ.

ჩვენ სამუშაო ჯგუფში დაახლოებით ასამდე ვიყავით, ჩვენ ვიყავით დაქირავებული ქარხნის მუშები, ქარხნის, რომელიც აკეთებდა ვიტამინებით გამდიდრებულ ალაოს წვენს ფეხმძიმეებისთვის. ამ წვენს თაფლის და სოფლური კვამლის გემო ქონდა. ძალიან გემრიელი იყო. მინდა რომ ახლაც მქონდეს ცოტა. და ქალაქიც საყვარელი იყო, ბევრი ჩუქურთმებით, როგორც პარიზი, და ომისაგან ხელშეუხებელი. ითვლებოდა, რომ ეს იყო „ღია ქალაქი“ და მასზე არ უნდა მომხდარიყო თავდასხმა, რადგან აქ არ მდებარეობდა არც საჯარისო ნაწილები და არც საომარი ტექნიკის საწარმოები.
მაგრამ 1945 წლის 13 თებერვლის ღამეს დრეზდენი დაიბომბა ამერიკული და ბრიტანული თვითმფრინავების მიერ, დაახლოებით ოცი წლის წინ, ახლა რომ ვწერ. ბომბები არ იყო განკუთვნილი რაიმე განსაზღვრული სამიზნისათვის. მიზანი იყო ის, რომ მათ გაეჩინათ ხანძარი და გაეხიზნათ მეხანძრეები მიწისქვეშ.

ამ ხანძრის მერე წამოვიდა ასობით და ათასობით პატარა ცეცხლგამჩენი ბომბები, რომლებიც ჩნდებოდნენ ისე, როგორც მცენარის თესლი ახალ დამუშავებულ მიწაზე. მიზანი მეხანძრეთა მიწისქვეშა სამალავებში შეტყუება იყო. ყველა ეს პატარა ხანძარი იზრებოდა და ერთმანეთს უერთდებოდა, და ბოლოს გახდა ერთი დიდი აპოკალიპტური ცეცხლი. ცოტა ხანიც და - ცეცხლში გაეხვა ყველაფერი. და საერთოდაც, ეს იყო ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა ევროპის ისტორიაში. და რა მერე?

ჩვენ არ მოგვიწია ცეცხლის ქარიშხლის ნახვა. ჩვენ ვიყავით საქონლის სასაკლაოს მაცივარში შეყუჟულები, ექვს დამცველთან და რიგებად დაწყობილ ძროხის, ცხვრის, ცხენის და ღორის გვამებთან ერთად. გვესმოდა როგორ ეცემოდა ზემოთ ბომბები. დროდადრო ნალესები გვაცვიოდა თავზე. ზემოთ რომ ავსულიყავით, ნამდვილად არტეფაქტებად გადავიქცეოდით. ცეცხლის ქარიშხლის მახასიათებლებად: დანახშირებულ ორი-სამი ფუტის სიგრძის ხის ძელებად ან დიდ და მოუხერხებელ შემწვარ კალიებად - როგორც გენებოთ..

ალაოს წვენსაწური ქარხანა წარსულს ჩაბარდა. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ დარჩა სარდაფები, რომლებშიც დარიჩინიანი კაცუნებივით გამოცხვა 135,000 ჰანსელი და გრეტელი. და ჩვენ გაგვამწესეს მესაფლავეებად, ვძვრებოდით სამალავებში და გამოგვქონდა გვამები გარეთ. ვნახე ძალიან ბევრი გერმანელი იმ პოზაში, რაშიც სიკვდილმა წაასწროთ, ძირითადად ფასიანი ქაღალდებით მუხლებზე. ზოგჯერ ნათესავები მოდიოდნენ და გვიყურებდნენ საფლავების თხრის დროს. ისინიც საინტერესო ტიპები იყვნენ.
აი, სულ ესაა მთელი ამბავი ნაცისტებზე და ჩემზე.
გერმანიაში რომ დავბადებულიყავი, ნაცისტი ვიქნებოდი, ებრაელებზე, ბოშებზე და პოლონელებზე გადაკიდებული, და ჩექმები როცა ჩამრჩებოდა თოვლში, თავს საკუთარი შინაგანი უმწიკვლოებით გავითბობდი. აი ასე.
რომ ვუფიქრდები, ამ მოთხრობას კიდევ ერთი მორალი აქვს - როცა მკვდარი ხარ, მკვდარი ხარ.

და კიდე ერთი მორალი მომდის თავში: დაკავდით სექსით, როცა შეგიძლიათ. ეს თვენთვის ძალიან კარგია.

აიოვა-სითი, 1966 წელი.


Tuesday, September 22

Gravity Angel


არ ვიცი ახლა მანდ რა ხდება ამაგრამ აქ საკმაოდ ცივა.
და ყველაფერი თეთრი და წითელია.
დილიდან მაწუხებს საშინელი თავის ტკივილი. გულისრევის და საკუთარი უსაქმურობის შეგრძნება.
სწავლა დაიწყო და ისე ვარ, აი, ვნერვიულობ და რაღაც. ვერ მოვასწრებ, ვერ დავწერ.. არადა ვასწრებ და ვწერ. მაგრამ ეს თავის ტკივილი სსსუუუუულ. ყოველ საღამოს და ყოველ დილას. დავიღალე.
მე მაინც ყველაფერს იმ სულელ ექიმბაშს ვაბრალებ. დამაწვეთა ენაზე რაღაც - სულ უნდა მოვერჩინე -ამტკივდა თავი და იმის მერე მტკივა. გამაყუჩებელიც აღარ მაქვს სახლში. არადა ასე რომ ვარ წიგნს ვერ ვკითხულობ, კომპიუტერთან უარესად ვხდები და ნუ რა უნდა ვაკეთო.

7 საათზე ლექცია მაქვს. მანამდე რამოდენიმე წიგნი მაქვს მოსაძებნი. ზოგი ინტერნეტში და ზოგი წიგნის მაღაზიაში.
ვსო, მეტი აღარ შემიძლია. ძალიან მერევა გული კომპიუტერის ყურებისას.ცოტა მცხელა კიდეც.

Friday, September 18

LOVE POST

დღეს სამი წელი გახდა რაც მე და დუდო ერთმანეთს ვიცნობთ:)
დუდი, ძალიან ძალიან მიყვარხარ:)

ჰოდა ეს სიმღერაც.. falling in love-ის პერიოდის სიმღერა :)

Thursday, September 17

Autumn Stories


Autumn-Winter Story

აცივდება ნელ-ნელა. ცხოვრებაში პირველი ზამთარი მოდის, რომელიც მართლა მინდა რომ მოვიდეს. იმიტომ მინდა, რომ ახალი ქუდი მაქვს,რომელსაც დავიხურავ (what a simplicity), კიდევ იმიტომ, რომ ვიცი ეს სასაწავლო წელი რთული აღარ იქნება. ახლა ნიუსი: ორშაბათს სწავლა დამეწყო სიესელში. მე ჩვეულებრივად მივედი წინასწარ იმ განწყობით, რომ სამი თვე მარეს გარეშე მომიწევდა იქ სიარული, იმიტომ რომ მარე ჩესტერში მიდის რაღაც გაცვლითი პროგრამით.. არადა, აი მარე რომ არ არის ხოლმე, სკამიდანაც არ ვდგები შესვენებებზე.. :D მაგრამ.. მმმ.გამოვსწორდები.
სიესელში მთხრეს,რომ როგორც წინა სემესტრსი პირველზე გასულ სტუდენტს, მთელი წლის გადასახადი მოხსნილი მაქვს...WTF არც მე არ ვიცი :) გაოგნებული მაგრამ აი საშინლად გახარებული ვარ. ზამთრის ყველა გეგმას ვიწყებდი ფრაზით: "თუ პირველზე გავედი და გადასახადი არ მექნება" ჰოდა ნუ ფაქტიურად ამ ფრაზის ხმარება აღარ მომიწევს. პირდაპირ შემიძლია დავაწყო გეგმები. რათქმაუნდა სხვა თანაბარ პირობებში :) როგორც ეკონომიქსის წიგნებშია ხოლმე :)


Master's


მთელი ცხოვრებაა მინდა რომ გავაკეთო კაარგი მაგისტრატურა,... აი, ისეთი არა, ხომ იცით, online სწავლები და კიდევ რაღაც 56-ე ხარისხოვან რომელიმე მიყრუებული ქვეყნის უნივერსიტეტში. მე ტოპ-მასტერი მინდა, + PHD.. მთელი თავისი სტუდენტური ცხოვრებებით და სხვა პრელესწებით:) ამ ყველაფერის გაკეთება, ცოტა რთულია, თან ორი ადამიანისთვის , მაგრამ კარგად თუ მოინდომებ, შესაძლებელია. რომ დავიწყე საბუთების და ედმიშენ პროცედურების გაქექვა, მაგრა შევშინდი, ისტერიკები მოვიწყვე, რომ 2010 წლისთვის შეიძლება ამ ყველაფრის შეგროვება და მოსწრება არ მოხერხდეს.. დუდიმ დამამშვიდა, რო, ნუ რამოხდა თუ 2010 სთვის არა, 2011 სთვის ხომ მაინც :) ამ ყველაფრის გასავლელად, მე ასაღები მაქვს GMAT & TOEFL.ნუ, მეორეს, კაი, ჩავაბარებ, მარა პირველის მეშინია, იმიტომ, რომ მათემატკა არ ვიცი, და ყველაფრის ახლიდან დაწყება მომიწევს,მაგრამ გამოცდა უნარ-ჩვევების მსგავსია და I Tjink I'll manage it all..სხვა თუ აბარებს მეც ჩავაბარებ :)მაგისტრატურის სქოლარშიფების, ედმიშენების და სხვა ამბების შესახებ პერიოდულად დავააფდეითებ ინფორმაციას.

Autumn-Winter Collection

თბილი ტანსაცმლის საყიდლად წავედი.. და ვიყიდე უულამაზესი არმანის ბალეტკები და კაშ-კაშის შუზები (ნუ ეს ოჯახში რომ "თბილი" მომეტანა და კიდე ცისტიტი რომ არ გამმწვავებოდა :)))) )



Thursday, September 10

Airports


აეროპორტი ერთადერთი საზოგადოებრივი ადგილია, რომელიც ძალიან ძალინ მიყვარს.იმის მიუხედავად, რომ იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. არასდროს არ მეზარება აეროპორტში წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ 5 საათზე მიწევს ხოლმე ამისთვის ადგომა.



ოდნავ რომ გაციებს, იმიტომ რომ გათენდა და ახლა გამოძვერი ლოგინიდან. აეროპორტში დილით ყოველთვის ყავის და ნედვიჩების სუნი დგას ხოლმე, ან მე ასე მეჩვენება. ფორმალურ მხარეებს ყოველთვის ძალიან დიდი უყურადღებობით გავდივარ - ერთხელ გაფრენის ბილეთთან ერთად მეორე ბილეთიც ამომიხიეს და მე რეაქცია არ მქონია, საერთოდ ვერ შევამჩნიე:)



აი, საერთოდ არ მეზარება ხოლმე ამ ყველაფრის მერე სავარძელში ჯდობა და ლოდინი, როდის მოფრინდება თვიმფრინავი და გამოაცხადებენ ჩასხდომას :) პირიქით, მინდა ხოლმე, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თან იქ ძალიან მაგარი ტიპები არიან, რომლებსაც შეიგიძლია ჩუმად დააკვირდე და დუდი თუ გიზის გვერდით, რომელიც რომელიმე სქელტანიან ჟურნალს კითხულობს და გგონია რომ შენ ზედაც არ გიყურებს, აუცილებლად ხელს გაგგკრავს და გეტყვის, რომადამიანებზე მიშტერება არ შეიძლება, მე გამეცინება და ახლა სხვა ტიპზე გადავიტან მზერას:)



გაფრენა მინდა.



ეს კიდე რენატა ლიტვინოვა ფილმში Sky, Plane, Girl :)სოფი გოლდენს მოეწონება ძალიან ეს ფილმი,და საერთოდ, ყველამ ნახეთ, ძალიან კარგი ფილმია :) Trust my experience

Wednesday, September 9

Fuck Google Ask Us!



სოიოს სოუსი/დუდი კომპთან/მიწისძვრის წინათგრძნობა/french manicure/ლოლას makeover/overdrive ფიშბოუნ მამა კაკიე მი tamsam გარვარდ-სტოკგოლმ wannabies/ - ამ თეგებს დავადებდი გუშინდელ საღამოს. მე და ლეკას მთელი "გერლფრენდ ექსფერიენსის" განმავლობაში ნეიტრალურ ხაზად დაგვსდევდა ერთგვარი იდეური კონფლიქტი:



მე: ჟაკლინ ონასისისებრი (google it!) attitude-ით ვუმტკიცებ რომ უნდა გყავდეს ცოტა მაგრამ ხარისხიანი მეგობარი, რომ რუტინული პრელესწები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე არტისტული ექსტაზი...

ლეკა: ანიტა პალენბერგისებრი (google it!) "დრაივით" მიმტკიცებს რომ შეიძლება ალკოჰოლიკი შეგიყვარდეს, რომ უნდა მარტო შენ კი არა არტიც დემოკრატიული იყოს და "იყავი უფრო თავაზიანი მომსახურე პერსონალთან".



ლეკა "ჩივილით" მოვიდა. სამი ჭიქა ღვინის და სხვა ლაკომსტვების მერე (არ დავაკონკრეტებ) "აი სხვანაერი" გამოცდილების მქონე 40 წლის ქალებივით ჟიზნენნი ამბების გარცევაზე გადავედით, როგორებიცაა: "გაიტანეთ ის მოფორთხიალე გოიმი - გუშინ მოვიდა ტომ ვეითსის ვინილით და სახეზე ავაფარე", "ახლა დაიწყებენ მტკიცებას რომ გიჟდებიან კერუაკზე და "გრუპენ სექსზე", "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფერსონალ სტანდარტების დაწევა" და რომ "how many frogs i have to kiss for one fuckin' prince".



საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ შევქმნათ საკუთარი იერარქია, რომ დილით, ახალგაღვიძებულზე, გული არ დაგვითუთქოს ვიღაცის საყვარელმა არტისტმა, რომელსაც ამდენი ხანია არ "ვაბაზრებდით", რომ ვიცოდეთ, როგორ კონტიგენტში ვიჯდეთ ცხვირებით და როგორში შეიძლება უღმერთოდ დათრობა, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ზოგადად სხვადასხვა ივენთების, ადამიანების, მათი "ნაშრომების" მიმართ, და ჩვენი შკალით ვის ეპატიება self shotები facebookზე და მონოლოგები რუტინული ყოველდღიურობიდან, წიპა: "გუშინ უნიტაზმა ამოასხა".

ასე რომ, შეიქმნა ჩვენი ლისტი "ფავორიტები და ფიასკოები":

Favourites:

1. Bogano Style & My Blog Readers :D
2. მტვრიანი ამერიკა ფოლკნერი და ჯეკი
3. მანანა მენაბდე (არ დაგუგლო, მაინც ვერ იპოვი)
4. პორნ-გრაინდები და იმეჯინარი ფიშბოუნები
5. ფიშ ნეთ სთოქინგები
6. თბილისის ამწეები და სხვა ფოშთ ინდაშთრიალ პეიზაჟები
7. ტომ ვეითსი, ელტონ ჯონი ძველი შიშინებიანი ვინილები
8. პასტერნაკი და სოფ.განთიადი
9. ენი ჰოლი და five mutual friends (მარი ნანუ დუდი ნიკუშა და ეტ-სეტერა)
10.ჟასმინის ჩაი წიგნის სახლში
11.blur-ი
12.საბჭოთა კავშირის გამოშვების ლამბაქები
13. ლიმნიანი კონფიტიურები და my alcoholic friends


ამ ყველაფრის ხვალვე შეყვარება და საკუთარ ხარაკწერისწიკაში ჩასმა არ არის



ფიასკოები:

1.მუჟეპადობნი ქალები (შავი ტყავის "ბასანოჩკები," მოჭუტული თვალები etc.)
2.საბჭოთა ცენზურა (ნუ მაინც)
3.როცა სუფრაზე ახსენებენ დოჩანაშვილს
4.მარშუტკაში რომ ძუძუს აჭმევენ სიყვარულის ნაყოფებს
5. copy/paste ჩვენი გამოთქმები
6. ქართული ბადრიჯნიანი პიცა
7. ოაზისი/ბრეგოვიჩი/ენდივორხოლი+იდისედვიკი/ჯონიდეპი/ზემფირა/გალაქტიონი33ა/sexinthecity/ნოქნოქნოქინგონზიხევენსდორ - პერსონალ ფეიჯებში
8. Wannabe cute - ტიპის გოიმკები
9. "მე ცხოვრებაში ყველაფერს ჩემით მივაღწევ" - არადა რო ვერ აღწევს
10.ლეოპარდიანი ფათერნები და კონვერსის კეტები
11.პირველად გაცნობილი რო გთხრის ცხვირში მობილურის დესკტოპს ფრაზით"ნახე ეს ჩემი ბაიაა"
12. "ერთადერთ რაც მაწყნარებს შოკოლადია"
13. სხვისი გაფრცქვნილი თბილი მანდარინი
14. მიტყუპებული სუფრები და ვიწროწრე/საახლობლო დაბადებისდღეები (sooo booring)
15. უტყვი ფლეგმები სახეზე არაფრით (ყველაფრითაც შეიძლებოდა მარა, ნუ ცენზურა, მაინც)
16. "აი მე, როგორი პიროვნება ვარ იცი??".... (არა)
17. ნაძალდევი მისტიკა on ჭავჭავაძის გამზირი
18. "ცხოვრებისეული სიბრძნეებით დაგეხმარები, არ მეზარება" საუბრები


And That's all the story is about.


All Times Soundtrack:

Sunday, September 6

ვინ მოკლა დეივი მური??

რა პატარაა ნიუპორტის ამ ლაივში დილანი და რა საყვარელი
:)

და პუბლიკაც რა განსაკუთრებულა! აი იმ ფეხებიან ქალზე გავაფრინე, შემიყვარდა:)

TV Thoughts


აჰაჰ. როგორ არ მიყვარხართ..
რა მანერულები ხართ.
როგორ ეფარებით უკან ყველაფერს, ოღონდ არ დავინახო რა მახინჯები ხართ.
არადა საშინელებაა - უსწორმასწორო კბილები და გაზეთილი თმებით
როგორ გეცინებათ ოცდამეათედ გაგონილ ხუმრობაზე
რანაირად იცინით - პირმოკუმული, თვალებს ჭუტავთ, გულს მირევთ
რა პატარა წარმატებებით კმაყოფლდებით
რა უბრალო ბედნიერება გახარებთ
რა საზიზღრები და უმნიშვნელოები ხართ
როგორ ფიქრობთ, რომ გონებამახვილები ხართ თუ იმას იტყვით რაც ისედაც ყველამ იცის ზეპირად?
რატომ იფარებთ სახეზე აჯღავლებულ ბავშვებს - თქვენი სიყვარულის ნაყოფს?
საერთოდ გიყვართ ვინმე?
თუ სიყვარულიც ის პატარა წარმატებაა, რომელსაც ცხოვრებაში აუცილებლად უნდა მიაღწიო,
და მერე უკანმოუხედავად დაივიწყო?

აჰ, რა მანერულები ხართ
მერამდენე კოცნაზე დაივიწყეთ სიამოვნება?
როდის დაგემართათ ეს გადამდები ასექსუალური არითმია?
თქვენი სახლიდან უბედური კორპუსები ჩანს?- ჩემი სახლიდანაც
არ გინდათ ფანჯრები აალაპარაკოთ?

რა ერთნაირები ხართ.

არადა, რა მაგარი დილაა, მოღრუბლული და საწვიმრად გამზადებული. და როგორ მიყვარს ჩემი ყველა სისუსტე ამ დილას. რა გულახდილი და ემოციური ვარ და როგორ მიყვარს, აიაიაიაიაიიი :)

Friday, September 4

Familiy Affairs


დედაჩემი და ლევიკო და პეგი მენატრებიან ქრონიკულად. თან რაღაც ეჭვიანობის მაგვარიც მჭირს,დედაჩემი რომ ახლა სულ ლევიკოსთანაა და ჩემთან შედარებით ცოტა დროს ატარებს.

3 წლის ვიყავი ლევიკო რო გაჩნდა და მაშინ ერთი წამითაც არ მიგრძვნია უყურადღებობა. ლევიკო ძალიან წყნარი ბავშვი იყო, მე კიდე, პირიქით, პრობლემური და სულ ყურადღების ცენტრში მინდოდა ყოფნა:) იმის მერეც სულ ასე იყო. ლევიკო უპრობლემოდ, თავისით იზრდებოდა, ვთამაშობდით და ვერთობოდით კიდეც ერთად, მაგრამ მე რაღაც დამატებითი პრობლემები სულ მქონდა, რომელთა მოსაგვარებლადაც მთელი ოჯახის ჩართულობა ხდებოდა საჭირო.

ჰოდა, ახლა ლევიკოს ჯერია. სულ მაგას ყავს დედაც და პეგის. მე კიდე სამივე ძალიან ძალიან მენატრება.
ეგოისტი ვარ:)

Thursday, September 3

Rainy Autumn Days

შაბათ კვირას მინდა რომ წვიმდეს. თავსხმა იყოს. ბანანის ფენქეიქებს ვაკეთებდე, სამზარეულოში ვცეკვავდე და ამ სიმღერას ვუსმენდე :)

თუ თავსხმა იქნება, თქვენც სცადეთ :))) ჰოდა, მოკლედ, იწვიმებს რააა :D


Like half forgotten dreams



არ მიყვარს უსიზმროდ გაწელილი ღამეები. დილას დაძაბული რომ იღვიძებ, რომ როგორც იქნა გათენდა და თავის საშინელი ტკივილი რომ გკლავს..Mother's Psychedelic Strawberry - ერთ დროს ყველა ამ სახელით მომმართავდა :) ემესენში მგონი მთელი ერთი წელი mom'strawberry ვიყავი :) მაშინ ძალიან ხშირად ვაფრენდი და დღეების 98% ს ბღავლში ვატარებდი. ხოდა ამ ბოლო დროს, ნუ, რაც კახეთიდან ჩამოვედი დეპრესიის შეტევები მქონდა. გუშინ მაგალითად ისე ცუდად ვიყავი, ლამის ისევ აფთიაქს მივაშურე დასაძინებელი წამლებისთვის.. მაგრამ რამდენი ხანია არანაირი ტრანკვილიზატორი და დამაწყნარებელი არ დამილევია და აღარ მინდა.



solution

1. დუდი 10 საათამდე რჩება სამსახურში და მე როცა უკვე სპაზმები მეწყება მუცელში და დუდოს გარდა განურჩევლად ყველა ადამიანის ხმის გაგონებაზე გულის რევის შეგრძნება მაქვს უნდა ავდგე და დუდისთან სამსახურში მივიდე. მაგალითად გუშინ, 7 ის მერე, როცა ვიცოდი რომ ყველა მაგის თანამშრომელი უკვე სახლში იყო, მე ჩავედი და 10 საათამდე ბედნიერი სახით ვუყურებდი როგორ იქექებოდა ექსელში, სავარძელში ვიჯექი და ჩუმად წიგნს ვკითხულობდი :)

2. ლეკას მივმართე დახმარებისთვის, მეთქი, ლეკ, I need to socialize a little. ჰოდა, ლეკამაც, cmon.

3. დღეს მთელი დღე ბასეინზე ვეგდეთ მე და ანუკი. მთელი დღე ისე გავიდა, ვერც გავიგე, ერთხელაც არ მიტირია, დაჟე ცრემლებიც არ მომდგომია თვალებზე. მოთენთილი და dazagruli ვარ :)ჰოდა, თუ ძალიან გამიჭირდა, და არავის არ მოუნდა ბასეინზე წასვლა, ბოლო ბოლო მარტო წავალ ხოლმე.

And the Earth died screaming, while i lay dreaming :) თქვენ კიდე ჩემზე დღეში ერთხელ მაინც იფიქრეთ ხოლმე და პოზიტივები გამომიგზავნეთ, ძალიან მჭირდება :)

Tuesday, September 1

Tipsy Romantic Nights


ლოპოტა.

მანქანაში როცა ვსხედვართ, ტომის "Real Gone" ახალი ჩართულია - ესეიგი ქალაქიდან ახლა გავედით და მე აუცილებლად კარგ ხასიათზე ვარ. ლოპოტაში წასვლა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვაბი თავი და მარიამობას ძლივს გადავწყვიტეთ წასვლა. ძირითადად ძალიან ოცნების დონეზე მქონდა დაგეგმილი წინა შაბათ კვირა, მაგრამ ნუ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა როგორც მე მინდოდა :)

ლოპოტას ხეობა თელავათან ახლოს, მთებშია. ტბის ნაპირზე აშენებული პაატარა სასტუმროთი და სხვა კომფორტისთვის აუცილებელი რამერუმეებით. აი, ძალიან ისეამოწყობილი.... მმ. "ყველაფერი თქვენი კომფორტისა და დასვენებისთვის" - ჰოდა კაია. ჩადიხარ და ეგრევე ხვდები, რომ აქ შენ დასვენებაზე და სიმშვიდეზე იზრუნებენ. (არცერთი მჩხავანა ბავშვი).



ლოპოტაში საღამომდე დავრჩით, წითელ ღვინოს ვწრუპავდით, ვისმენდით სასაცილო (იშვიათიად) ამბებს სომხების, ებრაელების და ქართველების ხასიათებზე, დუდი ოცნებობდა, როდის ექნებოდა თვითონაც ასეთი "ლოპოტა" , სადაც ბედნიერად ვიცხოვრებდით და საერთოდ არ ლაპარაკობდა. მცირედი დაძაბულობის გარდა ყველაფერი იდეალურად იყო. ზამთარში კიდევ ვაპირებ წასვლას. სავარაუდოდ ჩემს დაბადების დღეზე, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მქონდეს ისეთი დაბადებისდღე, როგორიც წარმომიდგენია რომ უნდა იყოს და არა ის გაუგებრობები, რაც ძირითადად 13 იანვარს ხდება ხოლმე ჩემს თავს.



დუდის გული წყდებოდა, რომ ვაკის პარკში მოწყობილ კინოჩვენებაზე ფილმ ნუარს ვერ ნახავდა.


თელავი, გიჟი მარინა და განწყობის თეორია

თელავში სახლი, რომელშიც ჩავდივართ ხოლმე, ადრე თურმე ერთ მდიდარ სომეხს ეკუთვნოდა. სახლი თელავის ცენტრშია წამოსკუპებული და ამიტომ არა-მყუდროა - გამვლელ გამომვლელის ყურადღების ცენტრში რაც არ უნდა ქნა მაინც მოექცევი.

ეს სახლი ძველმა პატრონმა სავარაუდოდ იმიტომ გაყიდა, რომ მასთან ცუდი მოგონებები აკავშირებდა, მაგრამ ყველაზე მაგარი ამბავი არის ის, რომ სახლის რემონტისას, იპოვნეს ფოტოსურათები, რომლებზეც ამ სახლის პატრონის ქალიშვილი იყო გამოსახული შიშველი. ფოტოები პროფესიონალურად იყო გადაღებული ამავე სახლში.
ფოტოები ტიხარში იყო ჩატანებული და გადაღებული იყო დაახლოებით 50 იან წლებში.



თვითონ ეს სახლიც ისეთია - უცნაური და აი, რომ ჩადიხარ, გეგონება თვითონ არისო თავისი თავის პატრონი და თვითონ გმასპინძლობს - ხო ხვდებით, შეგიშვებს და დაგაძინებს და რაღაც. მაგრამ ძაან უჟმური სახლია. ანუ დიდად სტუმართმოყვარეც არა, მგონი ისევ ის თვისი შიშველი გადარეული გოგო ენატრება, ფოტოებს რომ იღებდა მაგის ყვავილებიანი შპალერის ფონზე. სამაგიეროდ ძააალიან რომანტიკული სახლია, რბილი და მონჯღეული ჭრაჭუნა საწოლებით და ამბებით :)

მოკლედ, შემდეგ ჩასვლაზე, nude ფოტოსესია უნდა მოვიწყო, იქნებ შემირიგდეს ეგ სახლი. მშვიდი და დაწყნარებული ამბები აშკარად არარის მაგის სტილში:)




კვირას საღამოს წამოვედით. სუმერკი იყო და ნელ ნელა ღამდებოდა, დუდი ჩუმად ატარებდა მანქანას და ხმას არ იღებდა. ტომი მღეროდა Dead and Lovely -ს. მე მანქანის გადაწეულ სავარზელზე მეძინა და მთვრალი ვიყავი.