Wednesday, August 26

What the fuck ? o_O

საერთოდ იაშვიათად ვაკეთებ ამ იდიოტურ ქვიზებს ფეისბუქზე. დაჟე ის მირავოი იუზერებიც ტვინს ღუნავენ, დღეში 5 ჯერ ზედიზედ ძალიან რო აინტერესებთ რა ამოუვათ პანდორას ყუთში და მისტიკ ყუთში და რატომღაც ამ ყველაფერს ჩვენც რო სიხარულით გვიზიარებენ, მინაწერებით, წიპა "არ არსებოოობს" "უუუუუF" და იტდ.

თუ ვაკეთებ ამ იდიოტურ ქვიზებს, თითქმის არასდროს არ ვაფაბლიშებ პასუხებს. აი, ძალიან იშვიათად. და წეღან იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ჩემ ბავშვიბაში ოთხი ვალეტის მკითხაობა რო იყო, (ბევრი სიყვარული, სამი შვილი, ბევრი ფული - ცოტა ჩხუბი) ის 10 თავით ჯობდა ყველა ამ ქვიზს ერთად.

ჰოდა, 10 წუთის წინ ერთი ქვიზის პასუხი დავაფაბლიშე, იმიტო რო ძალიან შემეშინდა, იმიტომრომახლა ეგ არანაირად არ მინდა, არ მჭირდება, არც მე ვჭირდები და მოკლედ.

მითხარით რომ ეს ქვიზები სისულელეა და კონტრაცეპტივები 100 % ით მიცავს.



ბავშვი მინდა ახლა მე??? ჯერ სულ 20 წლის ვარ (20 წლის ასაკში ჩემთვის ბავშვის გაჩენა ბარბაროსული საქციელია საკუთარი მე-ს მიმართ) და მთელი დღე ისე ვტირივარ ხოლმე რომ ვერც დედაჩემი, ვერც დუდი და ვერც თვითონ მე ვერ ვაჩერებთ ხოლმე ჩემს აბღავლებულ თავს.

არაა.

P.S. ეს პოსტი დავაფაბლიშე და ფეისბუქზე შევიხედე. ჰოდა, დუდისაც იგივე პასუხი ამოუვიდა ამ ქვიზში. დაგვერხა.

Party'z Anuk

Tuesday, August 25

Welcome to my mind


რაღაც ისეთი გავხდი. ადრე რო არ ვიყავი. არა, მთლად ბოლომდე არა, ჯერ მეტამორფოზის პროცესია :) ჰოდა, სავარაუდოდ უფრო ინდიფერენტული ვხდები კიდე... არადა, არ მინდა :D ეს დღეებია ჩემ თავთან ყოფნის მშვენიერი შესაძლებლობა მაქვს. გთხოვთ, ჩართოთ მუსიკა.



მე და ანუკა ერთად თავს კარგად ვგრძნობთ.
დილით ყავით და ერთი ნაჭერი ყველით ვსაუზმობთ.
ბოლომდე ჩაწეულ ტელევიზორს იქამდე ვუყურებთ, სანამ არ მივხვდებით, რომ ბოლომდეა ჩაწეული.
მერე ტელევიზორს ვრთავთ და ერთმანეთის ტერფებს ვუყურებთ.
ხანდახან რაღაცებზე ვბოროტდებით, მაგრამ მერე ერთმანეთს ვამშვიდებთ, იმიტომ რომ ბევრი სიბოროტისგან სახეზე ნაოჭები გაგვიჩნდება და ნაღვლის ბუშტი დაგვიავადდება.
მე და ანუკა იავნანას ვმღერით, როცა დაძინება გვინდა, მაგრამ ჩემი ფეხები - მაინც არ გვეძინება.
ჩვენ დილის 10 დან საღამოს 10 მდე დუდი გვენატრება და ვჩხუბობთ ვის უფრო მე თუ მე.
ვბრაზდებით don't care მეგობრებზე და როცა გვავიწყდება რომ გაბრაზებულები ვართ, ერთმანეთს ვახსენებთ.

საღამოობით, დაბინდებისას, ძალიან ცუდად რომ ვხდებით და არაფერზე ტირილისგან თვალები გვიწითლდება დიმედროლიან გასპაჩოებს ვსვამთ და ლირიულ სიმღერებს ვუსმენთ.

ესაა ჩვენი იავნანა. და მალე კარგად ვიქნებით.

Sunday, August 23

I'm not lazy, I just don't care


სულ ასე ხდება. მე დილით ადრე ვიღვიძებ და მერე ყველას გაღვიძებას უნდა ველოდო.
დღეს ილტოზაში მივდივართ, ლეკასთან, ისეთი ადგილია, მწვანე-მწვანე და ჩუმი. იმას არ გავს, ხრიოკი დაჩები რომ აქვთ, სამი გაფარჩხული ხით და დიდი ბეტონის სახლით. აქ თეთრი ბირიოზკებია და ჰამაკები გაბმული..

მშია და სახლში ერთი ნახევრადშეჭმული ვაშლის გარდა საჭმელი არ მოიპოვება. ვსაუზმობ გუშინდელი გაციებული ყავით და ამ ვაშლით. არადა საუზმე რა წმინდა რამეა ჩემთვის. ბოლო ბოლო მარტო მაგისთვის შეიძლება გაღვიძება.

ნახევარ საათში ერთხელ საძინებელში შევდივარ და დუდის გაღვიძებას ვცდილობ. Total Failure. შემდეგი რეისი პირველის ნახევარზე მექნება. ახლა აქ დრო გამყავს. და თან თქვენ ხომ არ იცით რგორ უნდა გააღვიძოთ ადამიანი? აი, საერთოდ აზრზე არ ხართ. ეს სიმღერა მაინც იცოდეთ. როდესმე ვინმეს გაღვიძება თუ დაგჭირდებათ, გამოგადგებათ. ("რათ აბაზრებ ეხა?")



პატივისცემით, მსოფლიოში საუკეთესი გამღვიძებელი.

Friday, August 21

I me me - Childhood Hero


თათამ როგორც კი დამთაგა, რომ იმემე დამეწერა, რა მეგონა ბავშვობაში, ცოტა დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ უმეტესობა, რაც ბავშვობაში მეგონა, ახლაც მგონია. ამიტომ გადავწყვიტე აღარ დამეწერა. საერთოდ, დიდად არ მომწონს ეს ბლოგების "გაკოლექტიურება" - ანუ ყველა რო ერთსა და იმავეზე წერს,მოსაბეზრებელია.
ჰოდა, ორი დღა თავს ისე ვგრძნობ, დავალება რო გაქვს დედლაინის გარეშე, და პასუხისმგებლობა რო ირთვება დედლაინის მაგივრად :)
ასე რომ, ვწერ მარტო იმას, რაც ახლა აღარ მგონია:

1. ბავშვობაში მეგონა,რომ თავი გატენილი იყო სისხლში აბურდული თმებით(უჟას) და ცრემლებით.
2. ადამიანი მელოტდებოდა, როცა თავში არსებული თმები გაუთავდებოდა.
3. მეგონა საჭმელი ფეხებში ჩადიოდა. მელკი რაღაცეები კიდე ფეხის თითებში გროვდებოდა. ამიტო ფეხის თითები ყველაზე ხრუპკი ორგანო მეგონა :)
4. მეგონა ყველა სიმღერა, რომელსაც დედა მიმღეროდა, დედაჩემის დაწერილი იყო და სხვამ არავინ იცოდა. დიდი ხანი მიკვირდა ტელევიზორში ამ სიმღერების აღმოჩენა.

სულ ესაა.
ჩემი მხრივ არავის არ დავთაგავ, I am aganst Imeme.

Tuesday, August 18

Kiev - Odessa or Trip to Soviet Union


გუშინ ჩამოვდით. თავი მაქვს გაბრუებული და დილიდან ხასიათს ოდნავი გულის რევის შეგრძნება მიფუჭებს. ნელ ნელა ვაანალიზბ რომ ეს 10 დღე დამთავრდა და ამისგან ტრაგდია არ უნდა შევქმნა. არც კი ვიცი როგორ უნდა მოვყვე, ის რაც უნდა მოვყვე.. პატარ-პატარა ამბებს გავიხსენებ. ჰო, კიდე მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან ერთად იყო ეს 10 დღე,მიძლებდა , ანგარიშს მიწევდა და კარგ ხასიათზე მაყენებდა.




კიევი - ანუ რატომ არიან კიეველები გარყვნილები



7 ში ჩავედით. პრაღა გამახსენდა, იმიტომ რომ ჩასვლის დღეს იქაც საშინლად ციოდა ზაფხულის მიუხედავად. არანაირი კულტურული შოკი და სხვა გარემო. უბრალოდ, ძალიან, ძალიან დიდი ქალაქი, მაშტაბური.. და კომუნისტური. აი, იმდენად კომუნისტური, რომ იქიდან ბევრ ასპექტში საქართველო წინწასული ქვეყანა გეგონება :)

ქალაქის ფერია - მოყვითალო სერი. ყველა სახლი უზარმაზარია და დიდი ქვებით არის აშენებული. სამაგიეროდ ადამიანები არიან მინიატურულები, და ყველა ერთმანეთს გავს. ქალების ქვეყანაა. კაცები იმდენად შეუმჩნევლები არიან, რომ ახლა ვერც კი ვიხსენებ რომელიმეს. ქალი - თითქმის ყველა ერთნაირია. უგემოვნოდ აცვიათ, ლამაზი ტანი აქვთ და სახეზე ბედნიერი დებილების გამომეტყველება.

დრო ძირითადად სავაჭრო ცენტრებში ბოდიალში გავიყვანეთ, იმიტომ რომ ჩასვლიდან ორი დღე ისე წვიმდა და ციოდა, გასეირნებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. მესამე დღეს ამინდი გამოვიდა და გასეირნება გადავწყვიტეთ:) და სახლში მკვდრებივით მოვეყარეთ :) იმხელა ქალაქია, ერთი ქუჩიდან მეორეზე მოსახვედრად კილომეტრების გავლა გვიწევდა.. კარგი იყო.



ღამით კიდე სულ-სულ სხვა.. ულამაზესი :) აი, ძალიან ელიტარული და გლამურნი მოგეჩვნება, ის გულისრევის გამომწვევი მოყვითალო სერი აღარ ჩანს და ყველაფერი ძალიან ლამაზი ხდება. მასშტაბები ღამესთან ერთად უფრო იზრდება და შენ პატარავდები. ამ ყველაფერთან შედარებით იმდნად პატარა ხარ, რომ გგონია ყველაფრის უფლება გაქვს, ვერავინ ვერ დაგინახავს და შეგამჩნევს.. და, აი ამიტომ არიან კიეველები გარყვნილები და ამიტომ გინდება შენც იქ ათასი უზრდელობის კეთება.

ოდესა (дай Одесу Маму вспоминать..)

კიევიდან ოდესამდე მანქანით 4 საათში ჩავედით. კიევიდან ოდესამდე სწორი ტრასაა, რომელიც არსად არ უხვევს, გარშემო ლანდშაფტი არ იცველბა, იმიტო რო მთელი უკრაინა ტაფასავით ბრტყელი ქვეყანაა. ამიტომ მგზავრობა მოსაწყენი იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა მალე ზღვა დამენახა, ყველაფერი მეკიდა გარშემო :)

"ოტრადა"

ჩასვლისას ყველას თავისი პრობლემები ქონდა, ზოგს სახლის დალაგების, ზოგს ქალაქის რუკის, ზოგს შიმშილის. მე - უამინდობის. პირველ დღეს სახლთან ახლოს ჩავედით პლაჟზე, ანუ ქალაქის ცენტრში და ისეთი საღორე დაგვხვდა იქ,რომ ხასიათი საბოლოოდ გაგვიფუჭდა. მე პირადად ერთადერთი იმის იმედი მქონდა რომ შოთა იყიდდა ქალაქის რუკას და მიაგნებდა კარგ პლაჟს,რაც საბედნიეროდ ამიხდა. ამის შემდეგ საბჭოთა "ოტრადაზე" აღარ ჩავსულვართ. აღარ გვიჭამია "შიშტაუკები" (რომელიც რა საჭმელია მაინც ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ აღარ იყო), აღარ აგვსვლია თევზის სუნი ზღვიდან ამოსვლისას, არ ვწოლილვართ ჭუჭყიანი ღარიბი ლუდისმსმელი მოადამიანო არსებების გარემოცვაში..



რივიერა, სტრიპტიზ კლუბები და ჰორმონები

ოდესა პატარა, ლამაზი ქალაქია. სახლები ძირითადად ლამაზია და ქუჩები პლეხანოვს გავს. საერთოდ, გეგონება რომ თბილისში ხარ, ხალხი იქაც უგემოვნოა და იქაც დიდი შავი ჯიპებით დადიან ყველგან. ქალები პატარები და მინიატურულები არიან, კარგი ტრაკები აქვთ და სახეზე იგივე მოდებილო გამომეტყველება.



"რივიერა" - ახალი პლაჟი, რომელშიც ცივილიზაცია და 21 საუკუნე ასე თუ ისე შემოსული იყო, გახდა ის ადგილი სადაც ყოველ დღე დილის 10 დან საღამოს 7 მდე ვეგდეთ კომფორტულ შზლონგებზე, ზაგარს ვიღებდით, ბურთს ვთამაშობდით, საჭმლის მოპოვებაზე ვზრუნავდით, ვიოლა დეიდასავით ვიზეთებოდით ათასი გასარუჯი საშუალებებით და NUDEებს ვუყურებდით. ბოლოს მივხვდით, რომ წელს ზევით სიშიშვლე ძალიან კომფორტულია და ჩვენც თითქმის გავნუდდით:)



საღამოს ძირითადად ქალაქში ვსეირნობდით და დაღლილები რომელიმე ღია კაფეში ვსხდებოდით, ადიელებში და ბალიშებში ვეხვეოდით და ალუბლის კომპოტს ვსვამდით ან ჟასმინის ჩაის. "კამპოტი" ოდესის მთავარ ქუჩაზე ერთი პატარა კაფეა, საყვარელი, სადაც შეგიძლია პირდაპირ ლიტრიანი ქილიდან გადმოისხა ჩამჩით გემრიელი კომპოტი და ხრაშუნა კრუასანი მიაყოლო. ოდესაში უამრავი წიგნის მაღაზია აღმოჩნდა, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. მეც ვარგას ლიოსას ახალი რომანი ვიყიდე და საღამოს, შეკვეთის მოლოდინში მოთენთილს კითხვით გამყავდა დრო.







გადატრიალება - რა გვინდა ჩვენ?


ერთ საღამოს სულ მარტო გავედით მე და დუდი ქალაქში, ბოდიალის მერე კომპოტში დავჯექით და ველოდებოდით ოფიციანტის გამოჩენას, რომელიც არადა არ მოდიოდა, მენიუც კიარ მოქონდა. დუდის შიოდა და საშინელ ხასიათზე იყო. ამიტომ ლაპარაკობდა იმაზე, რო საშინლად ვისვენებთ, უფრო სწორედ ვიღლებით, რომ აქ ჩვენნაირი ტიპების ადგილი არარის, და მოკლედ, ცუდად ვართ და ვერ ვხვდებით. ნახევარი საათის მერე, როცა ოფიციანტი კიდევ არ იყო გამოჩენელი, ავდექი და წამოვედი. დუდიც გამომყვა. გზაში ერთმანეთს ვაწყნარებდით, რომ დაძაბული სიტუაცია განგვემუხტა და საშინლად არ გვეჩხუბა.



ჰოდა, შევედით სტრიპ-კლუბში. 11 საათი იყო - ანუ ძალიან ადრე, ამიტომ მარტო ჩვენ მივეყარეთ სავარძლებზე, ცოტათი დაბნეულები ვიყავით და ვიცინოდით, რომ კინოს გმირებივით ვიქცეოდით, ცუდ ხასიათზე სტრიპ-კლუბებშ რო მიდიან და ვისკის სვამენ :) დასალევები ავიღეთ და შოუც დაიწყო. დანარჩენ სექსუალურ დეტალებზე აქ აღარ მოვყვები, იმიტომ რომ იქვე შევპირდი დუდის, რომ დანარჩენს არ მოვყვებოდი.
ისე კიდე გირჩევთ, რომ თუ იქ მოხვდებით, აუცილებლად წადით რომელიმე სტრიპ კლუბში, მოდუნდით და ფულის ხარჯვა არ დაგენანოთ, იქედან ნამდვილად კარგ ხასიათზე გამოხვალთ :)
ჰო, კიდე ფოტოები გადაიღეთ, იმიტომ რომ მე არ გადამიღია და ვნანობ.

კლუბიდან ამოვედით და ახლა კლუბ "კაპიტან-მორგანში" გადავინაცლეთ. შეკვეთა მივეცით თუ არა, გაგვახსენდა, რომ ფოტოაპარატი, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად ჩვენი არ იყო, თან აღარ გვქონდა. დუდიმ რაღაც თქვა და ეგრევე გავბრუვდი. გამოვიქეცით. მახსოვს თავში მარტო ამ ფოტოაპარატით გადაღებული ბოლო კადრი მიტრიალებდა და სიტყვები "ნეტა ვიპოვნოთ". აშკარად "კომპოტში" დაგვრჩა, ერთმანეთზე გაბრაზებულები როცა გამოვიქეცით. მაგრამ ქუჩაზე, სადაც წამში ათასი კაცი გადის, პატარა მაგიდაზე დადებულ ძვირიან აპარატს ვინ გააჩერებდა..

კამპოტი უკვე დიდი ხნის დახურული იყო. ფანჯრებზე კაკუნი ავტეხეთ, ვიხვეწებოდით ვინმე გამოსულიყო. ბოლოს დაცვა გამოვიდა და გვითხრა ხვალამდე არავინ მოვა და სახლშ წადით, თქვენი აპარატის პოვნა კიდე ძალიან საეჭვოაო.. ნახევარი საათი კიდე ვეხვეწებოდით, ვთხოვდით ადმინისტრატორისთვის დაერეკათ.. ბოლოს, აი სულ რომ გადამეწურა იმედი, დუდიმ ფანჯრიდან რაღაც დაინახა და მგონი იპოვესო.. გამოიტანეს და პატარა დაკითხვა მოგვიწყვეს აპარატის ფირმაზე, ჩიხოლის ფერზე და ა.შ. წარმატებით ჩაბარებული გამოცდის მერე კიდე აპარატი მოგვცეს. სიხარულიგან გავგიჟდი,იმიტომ რომ პოვნის შანსი რეალურად 0.1% იყო და მაგრად გაგვიმართლა :)



ამის მერე კლუბ "იბიცაში" მოვხვდით, რომელიც ოდესის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კლუბად ითვლება. მე მაგრად დავთვერი, ცოტაც მოვწიე და კარგ ხასიათზე წამოვედით.



ამ ყველაფერს რო ვწერდი უფრო მომენატრა.. ბოლო-ბოლო მაინც ვერ გავიგეთ რა გვინდოდა იქ. ვერ გავიგეთ ვისვენებდით თუ ვიღლებოდით, მოგვწონდა თუ არა, საბჭოთა კავშირი იყო თუ 21-საუკუნის უკრაინა.

სამაგიეროდ, არ გვქონდა არანაირი საქმე, გვქონდა კარგი სექსი, ბევრი მზე და ზღვა. ჰოდა, ეს პირველი ერთობლივი ზღვა იყო დუდო. შემდეგი უკეთესი იქნება.ხოიცი, რაც დრო გადის ყველაფერი უფრო უკეთესი რომ ხდება :)

Tuesday, August 4

Polite პოსტი


აი ასე ვზივარ უკვე მეორე დღეა ერთი და იგივე სავარძლეში და ვოხრავ.
რამდენი რამე მაქვს გასაკეთებელი წასვლამდე, აიაიაიაიაი.

არა, ისე პრინციპში, ბევრი არაფერი. მაგრამ წუწუნის მეტი საქმე არ მაქვს. უზრდელურ პოსტებსაც ხო აღარ დავწერ, არა? ნუ შემდეგ პიემესამდე მაინც:)

პირველ რიგში, ის ტანსაცმელი, რაც დამლაგებლის აქ ყოფნის მერე გაჭუჭყიანდა და გასარეცხია უნდა გავრეცხო, რომ მერე კიევში წავიღო. დუდი კონვეირის წესით მიადგა ყველა ახალგაუთავებულ მაიკას და ერთიანად უტირა დედა.
:weep:



პედიკური და მანიკური მაქვს გასაკეთებელი,ჩემ მანიკურშას შვილი დაეღუპა რამოდენიმე კვირის წინ. როგორც მითხრეს ისევ მუშაობს მაგრამ რაღაც არ შემიძლია იმ ქალთან მივლა. არადა ძალიან ახლოს ვიყავით და მეჭორავებოდა ხოლმე და რაღაც.. დაახლა რავი რაზე უნდა ველაპარაკო. მეცოდება ძალიან. ჰოდა, თათამ კი მომწერა თავისი პედიკურშას ნომერი, მაგრამ დიღომში ისე მეზარება გასვლაა.... გეგონება 10 წელი მანდ არ ვცხოვრობდი :)

ჰო, კიდე ჩემოდანი მაქვს ჩასალაგებელი, მაგრამ სანამ ჩავალაგებდე, დიდი ჩემოდანი უნდა ვიყიდო სადმე. მე და დუდის სუ პატარები გვაქვს და მეზარება ბევრი პატარას თრევა :)

აი, ასეთი მძიმე პრობლემებით დატვირთული ვზივარ ახლა და გრუნბერგის ბლოგის კითხვით ვირთობ თავს. ბოლო პოტში წერს, იმპორტ-ექსპორტს ვუყურე და ძალიან მაგარი ფილმიაო. გაიგე დუდო??? შენ კიდე ერთი კვირის წინ ტრანსფერი გაწყვიტე, რაღაც იდიოტობა ჩანსო!!!



ისე, რამდენი დამთხვევაა, ჯერ ჩემი პოსტი გრუნბერგის წიგნიდან, მერე იმპორტ-ექსპორტი, მერე გრუნბერგის პოსტში უკრაინაში მოგზაურობი გახსენება :)

Strange things are happening around us.

Monday, August 3

Operation "Marlon Brando"




ჩავასწორებ და ვიტყვი, რომ ნაწყვეტია ჩემი საყვარელი წიგნიდან :)

მოდი, გაუმარჯოს სპერმას თმაში, ისე მაგრად რომ ჩაჯდება, რომ სამჯერ უნდა დაიბანო!

მოდი, გაუმარჯოს სპერმას ნაწლავებში, შიგნეულს წიწაკასავით რომ დაგითუთქავს!

მოდი, გაუმარჯოს სპერმას თვალებში, შამპუნივით რომ დაგწვავს!

მოდი, მთელი მსოფლიოს სპერმას გაუმარჯოს, კარგად იყოს, ჯანმრთელად და ძლიერად!

ალმადოვარი, სექსი და მაღალი ქუსლები


თავიდანვე ვიტყვი რომ პიემესის კლასიკური ფაზა მაქვს. ამიტომ პოსტი ზედმეტად ემოციური თუ იქნება არაუშავს.

დღეს ამირანში ალმადოვარის ახალ ფილმზე წავედით მე და დუდი. "LOS ABRAZOS ROTOS" (შეწყვეტილი ამბორი).
მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი, ბოლოსკენ მუცელიც საეჭვოდ მტკიოდა. მაინც მაღლებზე ჩავიცვი და წავედი. ვერ წარმომიდგენია ალმადოვარის ფილმზე დაბალი ქუსლებით როგორ უნდა წახვიდე. პირველი და უკანასკნელი ფრისტრაცია იყო საშიენლი რუსული გახმოვანება, მე კიდე ვიმედოვნებდი ესპანურად ყურებას, ქართული სუბტიტრებით.

მუსიკამ, კადრებმა, ფერებმა და ალმადოვარმა უცბად გამოასწორა ეს ყველაფერი, სავარძელში ღრმად ჩავჯექი, და ვინაიდან წინ არავინ მეჯდა (ბოლოს წინა რიგში ვზივარ ხოლმე ყოველთვის, ნაკლები ხმაურია და წინ ადამიანის თავების რაოდენობაც ნოლია) ფეხები წინა სავარძელზე შემოვაწყვე და დავიწყე ყურება.

მთელი ფილმის დროს მზერა პერიოდულად გადადიოდა ჩემი ფეხებიდან ეკრანზე. ვტკბებოდი საკუთარი მუხლებით და ალმადოვარის გენიალური "კამერით" - ანუ, როდესაც ორ ადამიანს შორის დიალოგის დროს კამერა არ წყდება და ახლო "პლანით" გადადის შეუწყვეტად ერთი სახიდან მეორეზე :)

ამ ფილმში არის ყველზე მაგარი სექსის სცენა, მთელს კინემატოგრაფიაში, რაც მინახავს იმათ შორის. ყველაზე ბუნებრივი და აააა.... არ ვიცი. მაგარია. დამბურძგლა და ვინანე, რომ ფილმს დარბაზში ვუყურებდი და არა სახლში :)



სადღაც შუა ფილმიდან ისტერიული ტირილი ამივარდა. ცრემლები მომდიოდა, მიუხედავად იმისა,რომ პარალელურად გიჟივით ვხარხარებდი ზოგ სცენაზე :)



და საერთოდ, ეს არის სამი სხვადასხვა ფილმი ერთ ფილმში. სამივე სულ სხვადასხვა ხასიათზე გაყენებს და იმდენად ძლიერია, რო შეიძლება შეირყე ამდენი სხვადასხვანაირი ემოციით.

არ ვიცი. ალბათ ვინმე ძალიან გიყვართ. ალბათ, ძილის წინ ფიქრობთ ხოლმე: " აი, ახლა კი ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ხვალ რომ აღარ იყოს? ყველაფერი რო შეწყდეს? დამთავრდეს? " - ეს არის ყველაზე მაგარი "შიში"ან "ფობია" ადრენალინის უდიდესი დოზით - რომელიც მე მჭირს, რომელზეც პედრო მაგარ ფილმებს იღებს, და რომელიც აზრს აძლევს ყველა წუთს იყო ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ იცი, ბედნიერება ყოველთვის შეიძლება დამთავრდეს :)

რა ბანალურად გამომივიდა.

ძალიან მიყავრს ეს რეჟისორი. წითელი მანიკურებით, მანიაკი ტრანსვესწითებით, ფილმის ფინალში აღმოჩენილი ბიჭის მამებით, ჰომოსექსუალებით, ლამაზი ქალებით, ძუძუებით და მაღალი ქუსლებით.