Friday, November 6

You, Planner u


ყველაფერს გეგმავო - მომწერა დღეს ლეკამ. რა ვქნა. მიყვარს როცა ვიცი ხვალ საღამოს, ან თუნდაც ორი კვირის მერე რას გავაკეთებ.

დღეს ერთმა შვედმა ჩაგვიტარა ლექცია მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ არასრულწლოვნებზე. ლექცია კარგი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო მომეწონა - პარასკევი საღამოა, ადრე გაგიშვებთ შაბათ-კვირა მოდის და ალბათ სადმე გასვლა და დალევა გინდათო.სამწუხაროდ ეს ჩემ გეგმებში არ შედიოდა.რაიმე მიზეზის გამო კი არა, ან ალბათ ზუსტად იმიტომაც რომ არანაირი მიზეზი არ გვქონდა.
ეს ქალი შვედია, და მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ საქართველოში არასრულწლოვნებს სისტემაში ბევრი პრობლემა ექმენბათ, ალბათ ისიც არ იცის, რომ თბილისში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, პარასკევი საღამოა ჯობია გავერთოთ, ვიდრე სახლში ტელევიზორს ვუყუროთო. ის ისე. გული დამწყდა და იმიტომ.

ვერ ვარ ამ ბოლო დროს სუპერ ხასიათზე. ისე ვარ რა.. ჩვეულებრივად, ყოველდღიურად. მაგრამ გეგმები მაქვს, სამაგიეროდ. შემდეგ კვირას მინდა რაღაცეები შევცვალო.

მაგალითად გარდერობში. გქონიათ ალბათ ისეთი შემთხვევა, ტანსაცმელს რომ გადახედავ და არაფერი არ მოგწონს, არაფრის ჩაცმის სურვილი არ გიჩნდება. ჰოდა ახლა ვარ მასე. რაღაც აჯაჯულ-დაჯაჯულია ყველაფერი და ცოტა უფრო ქალური მინდა გავხადო ჩემი გარდერობი. კაბა უნდა ვიყიდო, კიდევ ფეხსაცმელი და ცოტა თბილი მოსაცმელი. ისევ თბილისის მაღაზიები მახსენდება და ცოტა ხასიათიც მიფუჭდება, მაგრამ იმედია რამეს ვიპოვნი.

წიგნები მინდა კიდევ. ბერგმანის და პავიჩის. შეიძლება კიდე რამოდენიმეს დამატება, მაგალითად ბურჭულაძის "მინერალური ჯაზის" და ჩაკ პალანიკის რომელიმე სასაცილო რომანის. ან სულაც ვონეგუტის. მოკლედ, მთავარია ეხლა წიგნის მაღაზიამდე მივაღწიო.

რა სისულელეა, რომ მგონია ახლა, ამეებს გავაკეთებ და მერე ასე ჩველებრივად აღარ ვიქნები თქო. კიდევ მაქვს რაღაც გეგმები, ოღონდ ისეთი, არა დასაბლოგი. რომ გავაკეთებ მერე დავწერ.

კიდევ უფრო მინდა სადმე წასვლა და იქ სწავლა,ბოლო ბოლო, პარასკევს საღამოს მაინც გავალ ხოლმე, სადმე დავჯდები და რამე ალკოჰოლურს დავლევ. For heaven's sake, and then fall in love. მერე, მინც არაფერი რომ არ შეიცვლება, ნაჩნიკს ავანთებ და ვიიანს წავიკითხავ ამ მუსიკის ფონზე. სანამ დუდი აბაზანიდან გამოვა :)

11 comments:

ცუცა said...

რამდენი ხანია მინდა რამე კარგი წავიკითხო.. მაგრამ იმდენი ხანია არაფერი წამიკითხავს რომ არც კი ვიცი რა წავიკითხო.. :(

მირჩიე რამე..

nati kuda said...

მე მომავალს ვგეგმავ და არა შაბათ-კვირას, მერე მოდის მეორე ნახევარი და მაბერტყავს თავზე :))

Anuschka said...

ჰო, ჩემთანაც ეგრეა :) გამოდის დუდი აბაზანიდან და ეს გეგმები მეც თავზე მებერტყება ან ინტერპრეტირდება :)

ნასტასია said...

zogjer ra kargia,meore naxevari ro ar myavs da tbilissh ar vsivar,aval xval da gavijgintebi alkoholit gegmebis intepretirebis gareshe :D

sophya said...

burchuladzis mineralur jazzs ar girchev... didi veraferi cignia.

Anuschka said...

mineraluri jazzi didi xnis cin (ese 2006shi) cavikitxe da momecona :) exla ise, sakuTari mcirecignovani bibliotekis gasamdidreblad vyidulob.
miyvars burchuladze:)

tatushka55 said...

გქონიათ ალბათ ისეთი შემთხვევა, ტანსაცმელს რომ გადახედავ და არაფერი არ მოგწონს, არაფრის ჩაცმის სურვილი არ გიჩნდება. ჰოდა ახლა ვარ მასე. რაღაც აჯაჯულ-დაჯაჯულია ყველაფერი და ცოტა უფრო ქალური მინდა გავხადო ჩემი გარდერობი.



"ძაან ჩემეული წინადადებაა :)
მე აუთვეარებზე გავჭედე ამ ბოლო დროს :D თან საფუძვლიანად გავჭედე"

babisa said...

miyvars es simgera, fridas souundtrackebic yvela <3 burn it blue <3
hoda რა სისულელეა, რომ მგონია ახლა, ამეებს გავაკეთებ და მერე ასე ჩველებრივად აღარ ვიქნები თქო. - mtavaria rom ggonia da es xaliss gazlevs
da gegmebic ro xaliss gazlevs, mec miyvars dagegmva xolme, mara vatyob ise umjobesia cxovreba, amitom vcdilob naklebad vgegmo, mere gulic ar damwydeba tu yvelaferi dagegmilad ver gamodis :D

Sophie Golden said...

მე კიდევ პირიქით, არაფერს ვგეგმავ, თავისით მიდის ჩემი ცხოვრება. კი არ მიდის, მირბის...
შენს ბლოგზე ბევრჯერ ისე შემოვდივარ, რომ მუსიკას მოვუსმინო, ვიცი, რომ ყოველთვის მაგარი რამე გექნება... "პალომა ნეგრა" მჭირდებოდა ზუსტად ახლა.

Taa said...

taa.ge - ze gadavbargdi :)
damamate :)

zurriuss said...

აუ, წიგნებს ნუღარ მიხსენებთ!...
გაბრაზებული ვარ მათზე. იმდენი გამოდის და იმდენი იბეჭდება, ეს დედანაქაჩი მწერლებიც იმდენს წერ(დნ)ენ, რომ როდის წავიკითხო ამდენი?
ჰოდა გადავწყვიტე, ყველა წიგნმა დაახვიოს!
რაც შეეხება შენს "ცოტა ვერ ვარ" ხასიათს, გული არ გაიტეხო. ვინმე არის "ცოტა ვარ" ხასიათზე? :))

Post a Comment