
სპეციალური განყოფილება
მცველი, რომელიც არნოლდ მარქსს ცვლის ყოველ შუადღეს, დაახლოებით ჩემი ხნისაა - მე ორმოცდა რვა წლის ვარ. ასე რომ, მას კარგად ახსოვს ომი, მაგრამ გახსენება დიდად არ უყვარს.
მისი სახელია ანდორ გუტმანი. ანდორი ცოტა შენელებული აზროვნების, არც ისე გონებამახვილი ესტონელი ებრაელია. მან ორი წელი გაატარა აუშვიცის „განადგურების“ ბანაკში. ცოტა დააკლდა, რომ კრემატორიუმის მილიდან კვამლივით არ გამოფრენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი დიდად არ ჰქონია: „ზონდერკამანდაში ახალი ჩაწერილი ვიყავი“, მითხრა მან, „როდესაც ჰიმლერისგან ბრძანება მოვიდა ღუმელთა დახურვის თაობაზე.“
ზონდერკამანდა არის აუშვიცის სპეციალური განყოფილება, აი, ჭეშმარიტად სპეციალური განყოფილება - შედგებოდა ტყვეებისგან, რომელთა მოვალეობაც იყო მსჯავრებული პატიმრების გაზის კამერებში შეყვანა, და შემდეგ მათი სხეულების იქედან გამოტანა. როდესაც სამუშაოს შეასრულებდნენ, ზონდერკამანდის წევრებსაც ხოცავდნენ. მათი შემდგომების მოვალეობა კი წინამორბედების ნარჩენებისაგან გათავისუფლება იყო. გუტმანმა მითხრა,რომ ბევრი საკუთარი სურვილით ეწერებოდა ზონდერკამანდაში.
„რატომ?“ ვკითხე
„თუ დაწერ წიგნს,“ მითხრა მან, „და გცემ პასუხს კითხვაზე“რატომ?“ ძალიან კარგი წიგნი გამოგივა“
„და შენ იცი პასუხი?“ ვკითხე
„არა“ თქვა მან, „ამიტომაც ბევრ ფულს გადავიხდიდი წიგნში, რომელშიც ამ კითხვაზე პასუხი იქნებოდა“.
„რაიმე მოსაზრებაც არ გაქვთ?“.
„არა“, თქვა მან, თან თვალებში მიყურებდა „მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მოხალისე მე ვიყავი“.
ამ აღიარების შემდეგ იგი ცოტა ხნით გავიდა. აუშვიცზე ფიქრობდა, რაც ალბათ ყველაზე ნაკლებად მოწონდა. როცა დაბრუნდა, მითხრა:
„ბანაკში ყველგან იყო ხმამაღლამოლაპარაეები“ თქვა მან, „რომლებიც არასდროს ჩუმდებოდნენ. ძირითადად მუსიკას გადმოცემდნენ ხოლმე, ვინც მუსიკაში ერკვეოდა, მეუბნებოდა, რომ კარგი მუსიკა იყო - ზოგჯერ საუკეთესოც“.
„საინტერესოა“- ვთქვი მე
„რა თქმა უნდა ებრაელების მიერ შექმნილი მუსიკა არ იყო“, თქვა მან, „აკრძალული იყო“.
„ბუნებრივია“, ვთვი მე.
„და მუსიკა ყოველთვის შუაში წყდებოდა“ თქვა მან, „და იწყებოდა განცხადებები. მთელი დღე მარტო მუსიკა და განცხადებები“.
„ძალიან თანამედროვეა“ ვთქვი მე.
მან თვალები დახუჭა, რაღაცას იხსენებდა. „ ერთ განცხადებას ყოველთვის მოსდევდა საბავშვო სიმღერები. და ეს დღეში რამოდენიმეჯერ ხდებოდა. ეს იყო ზონდერკამანდის გამოძახება“.
„ხო?“ ვთქვი მე
„Leichentriiger zu Wache“, წაიღიღინა მან, თვალებდახუჭულმა.
თარგმანი: „ გვამების დამტარებლები - საგუშაგოზე“. დაწესებულებაში,რომლის მიზანიც მილიონობით ადამიანის განადგურება იყო ეს სავსებით ბუნებრივად ჟღერდა.
„ორი წლის განმავლობაში რომ გესმის ეს განცხადება, მუსიკასთან ერთად“, მითხრა გუტმანმა,“გეჩვენება, რომ გვამების დამტარებლის პოზიცია სულაც არარის ცუდი“.
„მესმის“. ვთქვი მე.
„გესმის?“ თქვა მან და თავი გააქნია. „მე არა. ყოველთვის მექნება სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რომ ზონდერკამანდის მოხალისე ვიყავი“.
„მე ასე არ ვფიქრობ“ ვთქვი მე.
„მე ასე ვფიქრობ“ თქვა მან „ და არ მინდა რომ როდესმე ამაზე კიდევ ვილაპარაკო“.
Tuesday, October 6
Kurt Vonnegt; Mother Night
Posted by Anuschka at 12:55 AM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
იმდენი ფიქრი მომიყვანა ახლა თავში... დავწვები და ვიფიქრებ. მადლობა, Anuschka!
ანუუუკ, შენი მისამართი და ტელეფონი მინდა და როგორმე მომწერე..
დავითრგუნე.. ან შეიძლება დავფიქრდი სოფის არ იყოს, არ ვიცი..
პ.ს ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა.
Post a Comment