Saturday, October 24

Frosty Mornings,I'm in Love




(ჩართეთ მუსიკა პოსტის ბოლოს)

...
არა ანუკა, აღარ თქვა არაფერი
დაიძინე და ღამე უფრო მალე გავა
დედა როგორც გეუბნებოდა ბავშვობაში - დაიძინე და მალე ჩავალთო
აღარ თქვა არაფერი, დაიძინე და მალე გათენდება.

მერე რა, რომ ხვალ ისევ ის იქნება რაც გუშინ იყო. თითქოს მთელი დღე ისევ დღევანდელი დღისთვის ემზადები.
იღვიძებ, იმზადებ ლიმნიან ყავას. ლიმონი შავდება და რბილდება, ყავის სუნი კიდე მთელ სახლში ტრიალებს. ახალი დილის სახლში, მზე რომ შემოდის ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისეთში.
ჯდები შავ სავარძელზე, რაღაცეებს კითხულობ და ხვდები რომ ისევ რაღაცისთვის ემზადები, აი ისეთისთვის, დღევანდელი და ხვალინდელი ერთნაირი დღეებისგან ძალიან რომ განსხვავდება.
ყოველ დილას შხაპის მერე ხომ ერთნაირად მცივა, პირსახოცში ვეხვევი და ტერფების ყურებით ისევ ისე ვირთობ თავს, ადრე როგორც ვირთობდი. მერე ვიღაც გეუბნება, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ, და შენც იმედი გაქვს რომ კარგი ხარ. ყველანაირად ცდილობ რომ კარგი იყო და გეგმებს აწყობ.. აი ის რომ ჩემთან ერთად იქნება, მერე ყველაფერი ისევ ასე აღარ იქნება, მერე ჩვენ წავალთ, ნაყინს შევჭამთ და აღმოსავლეთ ევროპის ცივი შემოდგომის ნისლიან დილაზე ვილაქლაქებთ, ლიმნიან ყავას დავლევთ.

მერე ნელ ნელა ღამდება და ისევ აყაყანებულ ლექციებზე მივდივარ, იქ ზუსტად იგივეს ვაკეთებ რასაც ვაკეთებდი წინა სამი წლის განმავლობაში, მერე სახლში მოვდივარ, დუდის კისერში ვუყოფ ცხვირს და ყოველ დღე ახალ სიყვარულს ვისუნთქავ და მაშინ მჯერა, რომ ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება.

მაგიდაზე დაყრილ ჭიქებს ვალაგებ, ფარდებს ვასწორებ და წიგნებს ვაწესრიგებ. ხვალინდელი დილისთვის ვემზადები.

ღამე, მეღვიძება და ყველაფერი სანამ სიზმარი მგონია, ჩემ თავს ვეუბნები, დაიძინე, ანუკა, დაიძინე, და უფრო მალე გათენდება, უფრო მალე, აი ნახავ.

7 comments:

babisa said...

გუშინ შემოვიხედე არადა,
რა ხანია არ წამიკითხავს ახალი პოსტიმეთქი, ჰოდა აი დღეს დამხვდა:))
მართლა კარგად წავიდა ამ მუსიკაზე, საგანწყობე იყო:)გადმომედო
კიარა ისე ეწერა -ყველაფერი გავიემოციე :))

ჯუსტ, სამე ჰერე :]

Natalia said...

ანუკ, ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი იყო, ჩემი აზრით :) განწყობა მოდიოდა ისე, იისე. ყველაფერი ვიგრძენი - ყავის სუნი, შხაპის დროს შემცივდა..

გუშინ მუსიკის გარეშე წავიკითხე, დღეს - მუსიკით :)

Anuschka said...

@ Natalia: მადლობა ნატალია. სამწუხაროდ, ასეთ პოსტებზე ყველაზე ნაკლები კომენტარია ხოლმე :)

Anonymous said...

male gatendeba... da ai naxav! :))
imsaxureb honey :*
mikvarxar!!

Marrukam'

zurriuss said...

ვეთანხმები Natalia–ს, ერთ–ერთი ყველაზე კარგად შეზავებული და გემოვებით გადმოცემული პოსტი იყო... ან, უბრალოდ, ძალიან კარგად ვიგრძენი ყოველივე ეს.
აა, ვიცი რისი ბრალიცაა: მუსიკა. თუ რაიმეს მუსიკა სწორად ადევს, ის 100%–ით მიზანში არტყამს ;))

Sophie Golden said...

ეს პოსტი გუშინ წავიკითხე და ვეღარ მოვასწარი კომენტარი. ამ სიმღერას ადრე ვუსმინე და არ მეგონა, თუ ჩემ გარდა სხვასაც ჰქონდა მოსმენილი, რაღაც ისეთია, შენი პოსტივით, ყველა რომ ვერ წაიკითხავს და ყველა ვერ მოისმენს...

მეც ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს: "დაიძინე, დაიძინე და მორჩი ზედმეტ ფიქრებს!.."

tatushka55 said...

DAVIGVARE RAGACNAIRAD
SHIGNIDAN SITBO CAMOVIDA DA GADMOVIDA
XODA DAVRCHI EGRE

1 AMOSUNTQVIT CAVIKITXE DA RAGACA NACNOBI GANCDIS SHEGRDZNEBA DAMITOVA

Post a Comment