Saturday, October 10

All these people are ghosts til they meet me


ბავშვობაში ყველაზე ძალიან ის მიყვრდა,დაძინებისას ერთ ოთახში შუქს რომ ტოვებდნენ ანთებულს, რომ გამღვიძებოდა ღამე და არ შემშინებოდა.
ახლა სახლში სიჩუმეა. ნელ-ნელა დაბნელდა, ფარდებიდან და ჟალუზებიდან რათაც მუქი ნაცრისფერი სინათლე შმოდის, და მარტო შემოსასვლელში ანთებული შუქი ანათებს.
სიწყნარეა და სისუფთავე.
რომ ვიღლები ვნატრობ ხოლმე- ასე ვიყოთქო, მარტო და ჩემთვის.
დღის ეს ნაწილიც მიყვარს, სუმერკი რომაა და ნელ ნელა თავზე დაგაღამდება და კარგად იყავი.

რაღაცნაირი პერიოდია. შემოდგომისნაირი. აი შემოდგომა ხომ ზოგადად სხვებისთვის მშვიდი და წყნარი პერიოდია. ჩემთვის კიდე ყველაზე უცნაური და სხვანაირი.

სანამ მე შეგხვდებით ყველანი მოჩვენებები ხართ. ვერასდროს ვერ ვიხსენებ თუნდაც ყველაზე ახლობელი ადამიანის სახეს, ცუდი მეხსიერება მაქვს. ალბათ ამის ბრალიცაა საკუთარ ტვინში მოჩვენებასავით რომ ვაცხოვრებ ყველა ადამიანს, სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით და ის ჩემთვის ახლიდან არ გადაიქცევა სხეულიან ჩემნაირ არსებად.

პრინციპში, სარკეში თუ არ ჩავიხედავ, ჩემი თავისთვის მეც მოჩვენება ვარ. ამიტომ ძალიან მიყვარს სარკეები - ერთხელ, ფსიქოლოგმა გამომიწერა სარკეში დიდი ხნით ყურება. საკუთარი თავის შეცნობის და დალაგების პონტში. მაინც არაფერი გამოვიდა. სარკეები კიდე მანამდეც მიყვარდა და ახლაც მიყვარს.

აი ღამე რომ გაიხედავ და ჩაბნელებული რომაა ყველაფერი, ფანჯრებში შუქები ანთია და ფიქრობ რო ნეტა ახლა იმ ფანჯარაში რა ხდება, და ნეტა ეხლა იმ მთაზე რომ სუუულ სულ ბოლო სინათლე ჩანს რა არის და ეგეთი ამბები.

მზიანი დღე იყო დღეს, მაგრამ, თქვენ ყველანი მაინც მოჩვენებები ხართ ჩემ ტვინში, სანამ არ შემხვდებით.



3 comments:

Sweet said...

მმ... აი ორშაბათს და სამშაბათს ფორუმია და ოთხშაბათს შეგხვდები...

ბაბისა said...

mag fanjaraze gamaxsenda rasac vfiqrob xolme- ameli rom fiqrobs -neta ramden wyvils aqvs axla orgazmio, daaxloebit ise vfiqrob xolme- ai neta axla ramdeni adamiania mxolod am wamit bednieri, ramdens eyola axla shvili, ramdeni mokvda, ramdens aqvs qorwili da blabla :D

Sophie Golden said...

აუ, რა კარგი იყო...
მეც მოჩვენება მგონია ხოლმე ჩემი თავი; მერე უცებ, მეთქი, ჰეი, სოფი, შენ აქ ხარ? რა გინდა, girl???? :)

ბერლინში ორი დღეა წვიმს და გუშინ ქუჩა ცეკვა-ცეკვით მოვიარე :) მომინდა მეთქვა შენთვის. კარგი იყო რაღაცნაირი.

Post a Comment