Sunday, September 6

TV Thoughts


აჰაჰ. როგორ არ მიყვარხართ..
რა მანერულები ხართ.
როგორ ეფარებით უკან ყველაფერს, ოღონდ არ დავინახო რა მახინჯები ხართ.
არადა საშინელებაა - უსწორმასწორო კბილები და გაზეთილი თმებით
როგორ გეცინებათ ოცდამეათედ გაგონილ ხუმრობაზე
რანაირად იცინით - პირმოკუმული, თვალებს ჭუტავთ, გულს მირევთ
რა პატარა წარმატებებით კმაყოფლდებით
რა უბრალო ბედნიერება გახარებთ
რა საზიზღრები და უმნიშვნელოები ხართ
როგორ ფიქრობთ, რომ გონებამახვილები ხართ თუ იმას იტყვით რაც ისედაც ყველამ იცის ზეპირად?
რატომ იფარებთ სახეზე აჯღავლებულ ბავშვებს - თქვენი სიყვარულის ნაყოფს?
საერთოდ გიყვართ ვინმე?
თუ სიყვარულიც ის პატარა წარმატებაა, რომელსაც ცხოვრებაში აუცილებლად უნდა მიაღწიო,
და მერე უკანმოუხედავად დაივიწყო?

აჰ, რა მანერულები ხართ
მერამდენე კოცნაზე დაივიწყეთ სიამოვნება?
როდის დაგემართათ ეს გადამდები ასექსუალური არითმია?
თქვენი სახლიდან უბედური კორპუსები ჩანს?- ჩემი სახლიდანაც
არ გინდათ ფანჯრები აალაპარაკოთ?

რა ერთნაირები ხართ.

არადა, რა მაგარი დილაა, მოღრუბლული და საწვიმრად გამზადებული. და როგორ მიყვარს ჩემი ყველა სისუსტე ამ დილას. რა გულახდილი და ემოციური ვარ და როგორ მიყვარს, აიაიაიაიაიიი :)

8 comments:

Anonymous said...

es yvelaferi vis ezgvnebaaaaaaaaa?

Anuschka said...

aravis konkretuad. zogadad televizors :)

Anonymous said...

WTF?????

Anuschka said...

@ Anonymous: mec eg mainteresebs WTF?

ბაბისა said...

:up:

Natalia said...

ვაჰ, რა მაგარი იყო! :ჯამპ:

Sophie Golden said...

wow!
მეც ამაზე ვფიქრობდი, მერამდენე კოცნაზე დავივიწყე სიამოვნება-მეთქი... :life:

tatushka55 said...

MERE GAACOCXLET EG SIAMOVNEBA BL---
AKOCET ISE RO DAIBRUNOT
VOT TAK

Post a Comment