Tuesday, September 1

Tipsy Romantic Nights


ლოპოტა.

მანქანაში როცა ვსხედვართ, ტომის "Real Gone" ახალი ჩართულია - ესეიგი ქალაქიდან ახლა გავედით და მე აუცილებლად კარგ ხასიათზე ვარ. ლოპოტაში წასვლა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვაბი თავი და მარიამობას ძლივს გადავწყვიტეთ წასვლა. ძირითადად ძალიან ოცნების დონეზე მქონდა დაგეგმილი წინა შაბათ კვირა, მაგრამ ნუ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა როგორც მე მინდოდა :)

ლოპოტას ხეობა თელავათან ახლოს, მთებშია. ტბის ნაპირზე აშენებული პაატარა სასტუმროთი და სხვა კომფორტისთვის აუცილებელი რამერუმეებით. აი, ძალიან ისეამოწყობილი.... მმ. "ყველაფერი თქვენი კომფორტისა და დასვენებისთვის" - ჰოდა კაია. ჩადიხარ და ეგრევე ხვდები, რომ აქ შენ დასვენებაზე და სიმშვიდეზე იზრუნებენ. (არცერთი მჩხავანა ბავშვი).



ლოპოტაში საღამომდე დავრჩით, წითელ ღვინოს ვწრუპავდით, ვისმენდით სასაცილო (იშვიათიად) ამბებს სომხების, ებრაელების და ქართველების ხასიათებზე, დუდი ოცნებობდა, როდის ექნებოდა თვითონაც ასეთი "ლოპოტა" , სადაც ბედნიერად ვიცხოვრებდით და საერთოდ არ ლაპარაკობდა. მცირედი დაძაბულობის გარდა ყველაფერი იდეალურად იყო. ზამთარში კიდევ ვაპირებ წასვლას. სავარაუდოდ ჩემს დაბადების დღეზე, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მქონდეს ისეთი დაბადებისდღე, როგორიც წარმომიდგენია რომ უნდა იყოს და არა ის გაუგებრობები, რაც ძირითადად 13 იანვარს ხდება ხოლმე ჩემს თავს.



დუდის გული წყდებოდა, რომ ვაკის პარკში მოწყობილ კინოჩვენებაზე ფილმ ნუარს ვერ ნახავდა.


თელავი, გიჟი მარინა და განწყობის თეორია

თელავში სახლი, რომელშიც ჩავდივართ ხოლმე, ადრე თურმე ერთ მდიდარ სომეხს ეკუთვნოდა. სახლი თელავის ცენტრშია წამოსკუპებული და ამიტომ არა-მყუდროა - გამვლელ გამომვლელის ყურადღების ცენტრში რაც არ უნდა ქნა მაინც მოექცევი.

ეს სახლი ძველმა პატრონმა სავარაუდოდ იმიტომ გაყიდა, რომ მასთან ცუდი მოგონებები აკავშირებდა, მაგრამ ყველაზე მაგარი ამბავი არის ის, რომ სახლის რემონტისას, იპოვნეს ფოტოსურათები, რომლებზეც ამ სახლის პატრონის ქალიშვილი იყო გამოსახული შიშველი. ფოტოები პროფესიონალურად იყო გადაღებული ამავე სახლში.
ფოტოები ტიხარში იყო ჩატანებული და გადაღებული იყო დაახლოებით 50 იან წლებში.



თვითონ ეს სახლიც ისეთია - უცნაური და აი, რომ ჩადიხარ, გეგონება თვითონ არისო თავისი თავის პატრონი და თვითონ გმასპინძლობს - ხო ხვდებით, შეგიშვებს და დაგაძინებს და რაღაც. მაგრამ ძაან უჟმური სახლია. ანუ დიდად სტუმართმოყვარეც არა, მგონი ისევ ის თვისი შიშველი გადარეული გოგო ენატრება, ფოტოებს რომ იღებდა მაგის ყვავილებიანი შპალერის ფონზე. სამაგიეროდ ძააალიან რომანტიკული სახლია, რბილი და მონჯღეული ჭრაჭუნა საწოლებით და ამბებით :)

მოკლედ, შემდეგ ჩასვლაზე, nude ფოტოსესია უნდა მოვიწყო, იქნებ შემირიგდეს ეგ სახლი. მშვიდი და დაწყნარებული ამბები აშკარად არარის მაგის სტილში:)




კვირას საღამოს წამოვედით. სუმერკი იყო და ნელ ნელა ღამდებოდა, დუდი ჩუმად ატარებდა მანქანას და ხმას არ იღებდა. ტომი მღეროდა Dead and Lovely -ს. მე მანქანის გადაწეულ სავარზელზე მეძინა და მთვრალი ვიყავი.

12 comments:

ბაბისა said...

ra saintereso iqneboda is fotoebi :D

ბაბისა said...

kiarada ra magari adgili yofila es lopota, saintereso chans :mm:

Natalia said...

რა ლამაზია, რა ლამაზიაა! პატარა სამოთხეს გავს..

Chaotic said...

ყველაზე მეტად რა მიხარია, იცი?

ნელ-ნელა რომ იდგამს ტურიზმი ფეხს. ანუ, აქამდე შენს სოფელში თუ ჩახვიდოდი, ან მაქსიმუმ ბათუმი/ქობულეთი/ბორჯომი/ბაკურიანი იყო და ახლა პატარ-პატარა ლამაზი ადგილები ჩნდება. არჩევანი მეტია...

I loved it

:)

Sophie Golden said...

აუ, რა მაგარი სახლია!!!
ახლა ის შიშველი გოგო წარმოვიდგინე, რა გიჟი იქნებოდა და საყვარელი, გაახარე ეგ სახლი მომდევნო ჩასვლაზე :)))
ლოპოტა... ლოპოტა...

sophya said...

ლოპოტა მართლა ძალიან ლამაზი ყოფილა, სურათებში ვნახე :)
შიშველი გოგოს სურათების ამბავი კიდევ ბექამ მომიყვა :)))))) მგონი სადგაც ციგნში უპოვია, გადამალული.
სახლის პატრონის ისტორია ცოტა არ იყოს და ტრაგიკულია. ეკლესიის წინ იდგა და ეს არისო, ბექამ მითხრა. ერთ დროს ამხელა სახლის და ქონების პატრონი ახლა დაჩანჩალებს საცოდავად ...

ანუკ said...

@ Sophya: მე სულ სხვანაირად მომიყვეს სურათების ამბავი და ბექა არ ურევია შიგ :)))
მოკლედ. რამდენი ადამიანიცაა იმდენი ისტორიაა.

ეკლესია კიდე ამ ამბავთან რა შუაშია ვერ ვხვდები..

nati kuda said...

ლოპოტაში მინდა..
და სურათების ნახვა.

ანუკ said...

მეტი სურათი რანაირად ჩამეკვეხებინა ამ პოსტში :))
ისედაც ყველაზე სურათებიანი ბლოგი გამომდის ამ ბოლო დროს გადავცტენე ფოტოებით აქაურობა :)

sophya said...

ანუკ: შეიძლება მე მახსოვს არასწორად, არ გამოვრიცხავ :(
ეკლესიას რაც შეეხება, ღვთისმშობლის ეკლესია მქონდა მხედველობაშI, რომელიც ზუსტად სახლის წინაა და ამ ეკლესიის წინ გამოჩანჩალდა ეგ კაცი რო დავინახე...

tatushka55 said...

ME VAPIREB LOPOTAZE CASVLAS OQTOMBERSHI. AR MEGONA EGERTI LAMAZI TU IQNEBODA. CHVEN ALBAT DAVRCHEBIT ERTI GAME MAG MOCUCQNUL SASTUMROSHI

ცუცა said...

ამ ადგილზე მეც მინდა წასვლა და ვერაფრით მოვაბი თავი.. :)

Post a Comment