Wednesday, September 30

Romeo and Juliet


შექსპირის რომეო და ჯულიეტა ჩემი აზრით ყველაზე, ყველაზე მაგარი ნაწარმოებია რაც როდესმე დაწერილა.
და ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ჩემს ამ მოსაზრებას 100% ით დაეთანხმება.
არც მინდა.
დიდად არ მიყვარს რაღაცეებზე რო მეთანხმებიან, მირჩევნია ჩემთვის, მარტო ჩემთვის იყოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.

ყველაზე უბრალო, და სადა ჭეშმარიტებაა. ნუ, აბა რა არის იმაში განსაკუთრებული, რომ 14 წლის ჯულიეტას და 16 წლის რომეოს ერთმანეთი უყვარდებათ, უნდებათ, და ყველაფერი მაშინ რჩება, როცა საჭიროა.
ისე მთავრდება, როგორც დაიწყო - უბრალოდ და ბანალურად. კვდებიან.
მერე რა, როდესმე ხო მაინც მოკვდებოდნენ, და რა მნიშვნელობა აქვს ეს ერთი სექსის მერე იქნებოდა თუ 76-ის.

არსებობენ ადამიანები, საკუთარ თავს ზოგი "ზედმეტად პრაგმატულს" და ზოგიც კიდე ათას სულელურ ეპითეტს რომ უწოდებს. ისინი აგდებით უყურებენ ამ ნაწარმოებს. ზოგს ეს მარტო დიკაპრიო გონია. ზოგმა- მართალია იცის, რომ არსებობს ქართული თარგმანი, მაგრამ ნამდვილად არ წაუკითხავს. ზოგმა წაიკითხა კიდეც, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგო.
ნუ, თუ არასდროს არ გყვარებია ისე, რომ მზად ხარ დღეში სამჯერ გამოცალო ყველანაირი საწამლავი და ამ მიდრეკილებამ სიამოვნებისმაგვარი თრობა გამოიწვიოს, ალბათ ვერც უნდა გაიგო.
მე, და ჩემნაირი სუიციდური სიყვარულით დაავადებულები ბედნიერები ვართ.
ჰოდა, როგორც ერთ ბლოგერს ეწერა, სიკვდილი გვამის გარეშეც შეიძლება.

ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კვირას გაიხსნა Oskaras Koršunovas-ის "რომეო და ჯულიეტა"-თი. ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო. ნუ, ორიგინალურ დადგმებზე, რეჟისორის contamporaine art-ზე და მსგავს პიზძეცინტელექტუალიზმებს არ მოვყვები. თქვენი განათლება სულაც არ მაქვს მიზნად.not my blog format. ხვალ "ფაუსტზე" მივდივართ. აი "ფაუსტი" უკვე დუდის სტიქიაა.

7 comments:

ბაბისა said...

ert blogers :user: kiarada me mifiqria, rom aravin icis rogor iqnebodnen isini rom ara aseti dasasruli, eyvarebodat ki isev ertamneti ramdenime wlis mere, ramdenime atwleulis mere, rogor gagrzeldeboda ... amitom ase jobs, rogorc uiliamma daaasrula, albat ase jobs :) da veravin gaigebda mat ambavs banalurad da bednierad rom ecxovrat, iseve rogorc tristanis da izoldas ambavs, iseve rogorc oenelopesa da odisevsis ambavs da iseve rogorc dantesa da beatriches ambavs da a.sh da a.sh .......

Anuschka said...

eeeee,me shn blogs vegar vkitxulooob :(

ბაბისა said...

shvebulebashi gavida , ramdeni xnit ar vici :\

Anuschka said...

radagishavaaa??????

ბაბისა said...

ravici, vasveneb :">

zurriuss said...

იმედი მაქვს, ორკესტრი პროკოფიევს მაინც უკრავდა ნორმალურად. რა ვქნა, ბალეტზე ისე ვერ ვგიჟდები, როგორც ოპერაზე. საბალეტო მუსიკა კი, რა თქმა უნდა, ძაააააალიან მომწონს.
აი, ერთი ლინკიც "რომეო და ჯულეტადან"

http://www.youtube.com/watch?v=ZB3sd2BAxys

Anuschka said...

speqtakli iyo.. yvelanair baletebis gareshe..

Post a Comment