Thursday, September 3

Like half forgotten dreams



არ მიყვარს უსიზმროდ გაწელილი ღამეები. დილას დაძაბული რომ იღვიძებ, რომ როგორც იქნა გათენდა და თავის საშინელი ტკივილი რომ გკლავს..Mother's Psychedelic Strawberry - ერთ დროს ყველა ამ სახელით მომმართავდა :) ემესენში მგონი მთელი ერთი წელი mom'strawberry ვიყავი :) მაშინ ძალიან ხშირად ვაფრენდი და დღეების 98% ს ბღავლში ვატარებდი. ხოდა ამ ბოლო დროს, ნუ, რაც კახეთიდან ჩამოვედი დეპრესიის შეტევები მქონდა. გუშინ მაგალითად ისე ცუდად ვიყავი, ლამის ისევ აფთიაქს მივაშურე დასაძინებელი წამლებისთვის.. მაგრამ რამდენი ხანია არანაირი ტრანკვილიზატორი და დამაწყნარებელი არ დამილევია და აღარ მინდა.



solution

1. დუდი 10 საათამდე რჩება სამსახურში და მე როცა უკვე სპაზმები მეწყება მუცელში და დუდოს გარდა განურჩევლად ყველა ადამიანის ხმის გაგონებაზე გულის რევის შეგრძნება მაქვს უნდა ავდგე და დუდისთან სამსახურში მივიდე. მაგალითად გუშინ, 7 ის მერე, როცა ვიცოდი რომ ყველა მაგის თანამშრომელი უკვე სახლში იყო, მე ჩავედი და 10 საათამდე ბედნიერი სახით ვუყურებდი როგორ იქექებოდა ექსელში, სავარძელში ვიჯექი და ჩუმად წიგნს ვკითხულობდი :)

2. ლეკას მივმართე დახმარებისთვის, მეთქი, ლეკ, I need to socialize a little. ჰოდა, ლეკამაც, cmon.

3. დღეს მთელი დღე ბასეინზე ვეგდეთ მე და ანუკი. მთელი დღე ისე გავიდა, ვერც გავიგე, ერთხელაც არ მიტირია, დაჟე ცრემლებიც არ მომდგომია თვალებზე. მოთენთილი და dazagruli ვარ :)ჰოდა, თუ ძალიან გამიჭირდა, და არავის არ მოუნდა ბასეინზე წასვლა, ბოლო ბოლო მარტო წავალ ხოლმე.

And the Earth died screaming, while i lay dreaming :) თქვენ კიდე ჩემზე დღეში ერთხელ მაინც იფიქრეთ ხოლმე და პოზიტივები გამომიგზავნეთ, ძალიან მჭირდება :)

17 comments:

Chaotic said...

მთელი ჩემი პოზიტივები შენ :)


პ.ს. სამსახურში ასვლა კარგი იდეა იყო.

ანუკ said...

@ Chaotic მადლობა :) ძალიან გამიხარდა
პოზიტივები

Chaotic said...

p.s.
შენს პოსტებზე სულ ეს ფილმი მახსენდება :)
http://www.youtube.com/watch?v=ea9eyCfNCvs&feature=related

ანუკ said...

ეე, რამაგარია! არ მაქვს ეს ფილმი ნანახი, ახლა შევაგდებ ტორენტში და აუცილებლად ვუყურებ. მადლობა:)

Natalia said...

ანუკ, შენი დადებული ყველა სიმღერა საოცრად მომწონს, რაღაცანირია ყველა, შენნაირი..


პ.ს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბლოგერი ხარ, ბლოგზე ეს შავი ფერიც კი მომწონს, მიუხედავად იმისა რომ თვალებს მტკენს სხვაგან :))

ika_l said...

eeee. cudad ar gamigo, mara eqims gaesinje :( (fsiqologs)

nati kuda said...

ადი ხოლმე დუდისთან, წყნარად იქნები და ისიც არ ინერვიულებს ხოლმე.
(პოზიტივები)

Anuschka said...

@ ika_l რა პოზიტივი მოდის :) განსაკუთრებით ექიმებზე ვგიჟდები :)

@Natalia, Nati kuda Thanx ;)

mr.picasso said...

აბა რა დროს დეპრესიებია. და ტრანკვილიზატორებს რა გასმევს?

სიმღერაზე გავგიჟდი ძალიან მიყვარს და დიდი ხანია არ მომისმენია. მაღალი ქუსლები ჩემი უსაყვარლესი ფილმია

sophya said...

ანუ, მეც მინდა ბასეინზე და to socialize a little... :(

sophya said...

ხო და კიდევ ძალიან ბევრი პოზიტივები!

Anuschka said...

@ Sophya: U're welcome! როცა მოგინდება:)

sophya said...

მაშინ ამ დღეებში შეგეხმიანები უკვე :)
რომელ ბასეინზე დადიხარ?

Anuschka said...

რავიც, ხან რომელზე და ხან რომeლზე, გააჩნია მანქანის ყოლა-არყოლას და ფინანსებს :D

ბაბისა said...

momwons es blog:)) kargi gogo xar shen :P

Sophie Golden said...

რა საყვარელი ხარ!!!
ჩათვალე, რომ მე ყოველდღე გიხსენებ, იმიტომ, რომ ყოველდღე შემოვდივარ ბლოგზე და ფეისბუქზეც რომ გხედავ, მახსენდება შენი არავისმსგავსი ბლოგი :)

tatushka55 said...

"Ra gatirebs qalo" pozitivi shen chemgan :D
da grdzeli enis gamokopa kide

Post a Comment