Friday, September 4

Familiy Affairs


დედაჩემი და ლევიკო და პეგი მენატრებიან ქრონიკულად. თან რაღაც ეჭვიანობის მაგვარიც მჭირს,დედაჩემი რომ ახლა სულ ლევიკოსთანაა და ჩემთან შედარებით ცოტა დროს ატარებს.

3 წლის ვიყავი ლევიკო რო გაჩნდა და მაშინ ერთი წამითაც არ მიგრძვნია უყურადღებობა. ლევიკო ძალიან წყნარი ბავშვი იყო, მე კიდე, პირიქით, პრობლემური და სულ ყურადღების ცენტრში მინდოდა ყოფნა:) იმის მერეც სულ ასე იყო. ლევიკო უპრობლემოდ, თავისით იზრდებოდა, ვთამაშობდით და ვერთობოდით კიდეც ერთად, მაგრამ მე რაღაც დამატებითი პრობლემები სულ მქონდა, რომელთა მოსაგვარებლადაც მთელი ოჯახის ჩართულობა ხდებოდა საჭირო.

ჰოდა, ახლა ლევიკოს ჯერია. სულ მაგას ყავს დედაც და პეგის. მე კიდე სამივე ძალიან ძალიან მენატრება.
ეგოისტი ვარ:)

2 comments:

Sophie Golden said...

მერე რა :) I mean, მერე რა, რომ ეგოისტი ხარ. მე მიყვარს ეგოისტები. ეგო - კარგი რამეა :)))

Natalia said...

ra sayvareli suratia :)) patara egoisti bavshvi :)

Post a Comment