Sunday, September 27

ტიგლათფილასარ მესამე


ჩემი სახელია ჰოვარდ ვ. კემპბელ ჯუნიორი. დაბადებით ამერიკელი, რეპუტაციით ნაცისტი და მიდრეკილებებით უსამშობლო ადამიანი.
ამ წიგნს 1961 წელს ვწერ.
ამ წიგნს ვწერ ბ-ნ ტუვია ფრიდმანისთვის, ჰაიფის ომის დამნაშავეთა დოკუმენტაციის ინსტიტუტის დირექტორისთვის, და ნუ, ყველასთვის, ვინც ამით დაინტერესდება.
რატომ უნდა აინტერესებდეს ბ-ნ ფრიდმანს ეს წიგნი?
იმიტომ, რომ ეს წიგნი დაწერილია ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი ადამიანის მიერ. ბატონი ფრიდმანი ასეთი ტიპების სპეციალისტია. მას ძალიან უნდოდა რომ ჩემგან მიეღო რაიმე დოკუმენტი, რომელიც შეავსებდა მისი ნაცისტური სისაძაგლეების არქივებს. მას ეს ისე ძალიან უნდოდა, რომ მომცა მე საწერი მანქანა, უფასო სტენოგრაფისტი, და კვლევითი ექსპერტების დახმარების შესაძლებლობა, რომლებსაც შეუძლიათ გამოიკვლიონ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მე დამჭირდება ჩემი მასალების დასაზუსტებლად და შესავსებად.
ციხეში ვზივარ..
ვზივარ მშვენიერ, ახალ ციხეში - ძველ იერუსალიმში
ველოდები, რომ სამართლიანად ვიქნები გასამართლებული ჩემს მიერ ჩადენილი ომის დანაშაულისათვის ისრაელის რესპუბლიკის მიერ.
საინტერესო საბეჭდი მანქანა გამომიგზავნა ბატონმა ფრიდმანმა - ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა. ეს საწერი მანქანა ნამდვილად გერმანიაში იყო დამზადებული, მეორე მსოფლიო ომის დროს. საიდან ვიცი? ძალიან მარტივია, მას ერთი ღილაკი აქვს, რომელიც არასდროს ყოფილა არცერთ საბეჭდ მანქანაზე მესამე რეიხამდე. სიმბოლო, რომელიც აწი აღარასდროს იქნება გამოყენებული.
ეს არის ორი ელვისებური ხაზი - პირქუში S.S-ის სიმბოლო. Schutzstaffel ნაციზმის ყველაზე ფანატური განშტოება იყო.
ასეთ საბეჭდ მანქანას ვიყენებდი გერმანიაში, მთელი ომის მანძილზე. იქ, სადაც სიტყვა Schutzstaffel -ის დაწერა იყო საჭირო, რასაც ხშირად და დიდი ენთუზიაზმით ვწერდი, არასდროს გამომიყენებია აბრევიატურა S.S. ყოველთვის საბეჭდი მანქანის ამ ღილაკს ვაჭერდი - უფრო საშიში და მაგიური რომ ყოფილიყო.
ძველი ამბავია.
ძველი ამბები მახვევია აქ გარს. მიუხედავად იმისა, რომ ციხე, რომელშიც მე ვლპები, ახალია, მითხრეს რომ რამოდენიმე ქვა ჯერ კიდე სოლომონის დროინდელია.
ზოგჯერ, როცა ჩემი საკნის ფანჯრიდან ისრაელის რესპუბლიკის მხიარულ და გაბედულ ახალგაზრდობას ვუყურებ, მგონია, რომ მე, და ჩემი ომის დანაშაულები ისეთივე დიდი ხნის ვართ, როგორც სოლომონის დროინდელი ქვები. რამდენი ხნის წინ იყო ეს მეორე მსოფლიო ომი! რამდენი ხნის წინ იყო მისი დანაშაულები!
ახლა ნახევრად დავიწყებულიც კია, ებრაელების მიერაც კი. ახლაგაზრდა ებრაელებზე ვამბობ. ერთერთმა ებრაელმა, რომელიც მე მდარაჯობს, საერთოდ არაფერი იცის ომის შესახებ. და არც აინტერესებს. მისი სახელია არნოლდ მარქსი. ძალიან წითური თმები აქვს. მხოლოდ თვრამეტისაა, რაც ნიშნავს, რომ იგი იყო მხოლოდ სამი წლის, ჰიტლერი რომ მოკვდა და საერთოდ არარსებობდა, მაშინ, როცა ჩემი კრიმინალური კარიერა დაიწყო. ის მე დილის ექვსი საათიდან შუადღემდე მდარაჯობს.
არნოლდი ისრაელში დაიბადა, და არასდროს არ გასულა მის გარეთ.
დედამისმა და მამამისმა გერმანია ოცდაათიანების დასაწყისში დატოვეს. მისი ბაბუა, როგორც მითხრა, დააჯილდოვეს რკინის ჯვრით პირველ მსოფლიო ომში.
არნოლდი სწავლობს იურიდიულზე. არნოლდის და მამამისის - მეჭურჭლის - გატაცება არქეოლოგიაა. მამა-შვილი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ჰაზორის ნანაგრევების გათხრებზე ატარებენ. ისინი იგალ იადინის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობენ, რომელიც ისრაელის ჯარის ადმინისტრაციის მეთაური იყო არაბულ ქვეყნებთან ომის დროს.
ნუ, ასე იყოს.
ჰაზორი, როგორც არნოლდმა მითხრა, ქანაანელების ქალაქია ჩრდილოეთ პალესტინაში, რომელიც არსებობდა ქრისტეშობამდე ცხრამეტი ათწლეულით ადრე. მაგრამ ქრისტეშობამდე სადღაც მეთოთხმეტე ათასწლეულში- მეუბნება არნოლდი- ისრაელის ჯარმა დაიპყრო ჰაზორი, დახოცა მისი 40 000 მცხოვრები და გადაწვა. „სოლომონმა აღადგინა ქალაქი“ - ამბობს არნოლდი - „მაგრამ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 732 წელს ტიგლათფილასარ მესამემ ისევ გადაწვა ქალაქი“.
„ვინ?“ - ვთქვი მე.
„ტიგლათფილასარ მესამე“, თქვა არნოლდმა.“ასირიელი“, ისე თქვა, თითქოს უნდა გამხსენებოდა.
„აჰ“ - ვთქვი მე, „ის ტიგლათფილასარი...“
„ისე იქცევი, გეგონება არასოდეს გსმენია მასზე“ - თქვა არნოლდმა
„არასოდეს“- უხერხულად ავიჩეჩე მხრები - „ და ალბათ ეს საშინელებაა“
„კარგი“ - თქვა არნოლდმა, სკოლის მასწავლებლის სახით - „მე მგონია, რომ ის ისეთი ტიპია, რომ ყველამ უნდა იცოდეს მის შესახებ. ის ალბათ ყველაზე წარმატებული ასირიელი იყო“.
„ააჰ“, ვთქვი მე
„თუ გინდა მასზე წიგნს მოგიტან“ - თქვა არნოლდმა
„კარგი იქნებოდა“ ვთქვი მე. „ შეიძლება მოგვიანებით წარმატებულ ასირიელებზეც დავფიქრდე. მაგრამ ახლა ჩემი გონება მთლიანად დაკავებულია წარმატებული გერმანელებით“.
„მაინც ვისით?“ თქვა მან
„ოჰ, ამ ბოლო დროს სულ ჩემ ძველ უფროსზე, პაულ იოსიფ გებელსზე ვფიქრობ“ - ვთქვი მე
არნოლდი გამოშტერებული მიყურებდა. „ვინ?“ - მკითხა მან.

და მე ვიგრძენი როგორ მოემართება მთელი წმინდა მიწის მტვერი ჩემს დასამარხად, და რომ ერთ მშვენიერ დღეს მტვრის და ქვების სქელი საბნის ქვეშ გავეხვევი. ვიგრძენი ოცდაათ ან ორმოცფუტიანი ძველი ქალაქის ნანგრევები ჩემს ზემოთ, ჩემს ქვემოთ კი რამოდენიმე სამზარეულოს ხლამი, ერთი ან ორი საფლავი - და კიდევ ქვემოთ - ტიგლათფილასარ მესამე.

Kurt Wonnegut. Mother Night

4 comments:

Natalia said...

ბოლო აბზაცი – მმ..

კარგი დილა მაქვს : )

Nataly said...

anuuk, I'm back ;)

ბაბისა said...

საინტერესოა და მშვენივრად თარგმნი. წარმატებები! ველოდებით მომდევნოს :)))

tatushka55 said...

მას ერთი ღილაკი აქვს, რომელიც არასდროს ყოფილა არცერთ საბეჭდ მანქანაზე მესამე რეიხამდე. სიმბოლო, რომელიც აწი აღარასდროს იქნება გამოყენებული.
ეს არის ორი ელვისებური ხაზი - პირქუში S.S-ის სიმბოლო

Dzlieri iko .........

Post a Comment