
Autumn-Winter Story
აცივდება ნელ-ნელა. ცხოვრებაში პირველი ზამთარი მოდის, რომელიც მართლა მინდა რომ მოვიდეს. იმიტომ მინდა, რომ ახალი ქუდი მაქვს,რომელსაც დავიხურავ (what a simplicity), კიდევ იმიტომ, რომ ვიცი ეს სასაწავლო წელი რთული აღარ იქნება. ახლა ნიუსი: ორშაბათს სწავლა დამეწყო სიესელში. მე ჩვეულებრივად მივედი წინასწარ იმ განწყობით, რომ სამი თვე მარეს გარეშე მომიწევდა იქ სიარული, იმიტომ რომ მარე ჩესტერში მიდის რაღაც გაცვლითი პროგრამით.. არადა, აი მარე რომ არ არის ხოლმე, სკამიდანაც არ ვდგები შესვენებებზე.. :D მაგრამ.. მმმ.გამოვსწორდები.
სიესელში მთხრეს,რომ როგორც წინა სემესტრსი პირველზე გასულ სტუდენტს, მთელი წლის გადასახადი მოხსნილი მაქვს...WTF არც მე არ ვიცი :) გაოგნებული მაგრამ აი საშინლად გახარებული ვარ. ზამთრის ყველა გეგმას ვიწყებდი ფრაზით: "თუ პირველზე გავედი და გადასახადი არ მექნება" ჰოდა ნუ ფაქტიურად ამ ფრაზის ხმარება აღარ მომიწევს. პირდაპირ შემიძლია დავაწყო გეგმები. რათქმაუნდა სხვა თანაბარ პირობებში :) როგორც ეკონომიქსის წიგნებშია ხოლმე :)
Master's
მთელი ცხოვრებაა მინდა რომ გავაკეთო კაარგი მაგისტრატურა,... აი, ისეთი არა, ხომ იცით, online სწავლები და კიდევ რაღაც 56-ე ხარისხოვან რომელიმე მიყრუებული ქვეყნის უნივერსიტეტში. მე ტოპ-მასტერი მინდა, + PHD.. მთელი თავისი სტუდენტური ცხოვრებებით და სხვა პრელესწებით:) ამ ყველაფერის გაკეთება, ცოტა რთულია, თან ორი ადამიანისთვის , მაგრამ კარგად თუ მოინდომებ, შესაძლებელია. რომ დავიწყე საბუთების და ედმიშენ პროცედურების გაქექვა, მაგრა შევშინდი, ისტერიკები მოვიწყვე, რომ 2010 წლისთვის შეიძლება ამ ყველაფრის შეგროვება და მოსწრება არ მოხერხდეს.. დუდიმ დამამშვიდა, რო, ნუ რამოხდა თუ 2010 სთვის არა, 2011 სთვის ხომ მაინც :) ამ ყველაფრის გასავლელად, მე ასაღები მაქვს GMAT & TOEFL.ნუ, მეორეს, კაი, ჩავაბარებ, მარა პირველის მეშინია, იმიტომ, რომ მათემატკა არ ვიცი, და ყველაფრის ახლიდან დაწყება მომიწევს,მაგრამ გამოცდა უნარ-ჩვევების მსგავსია და I Tjink I'll manage it all..სხვა თუ აბარებს მეც ჩავაბარებ :)მაგისტრატურის სქოლარშიფების, ედმიშენების და სხვა ამბების შესახებ პერიოდულად დავააფდეითებ ინფორმაციას.
Autumn-Winter Collection
თბილი ტანსაცმლის საყიდლად წავედი.. და ვიყიდე უულამაზესი არმანის ბალეტკები და კაშ-კაშის შუზები (ნუ ეს ოჯახში რომ "თბილი" მომეტანა და კიდე ცისტიტი რომ არ გამმწვავებოდა :)))) )

Thursday, September 17
Autumn Stories
Posted by Anuschka at 2:38 PM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
8 comments:
ძაან ლამაზები და საყვარლებია, მე წინა კვირაში ვიყიდე თბილები და ხო არ ვიჩქარემეთქი ვფიქრობდი, მარა ახლა ვიცი რომ მზად ვხვდები აციებას :)) ისე ნეტა ცოტა ხანს გვაცადოს კიდევ. ჰოდა მაგისტრატურაში წარმატებას გისურვებ, მაგარი იქნება რომ ყველაფერი კარგად აეწყოს და ორივე წახვიდეთ, აი რო წარმოვიდგენ მიხარია ისეთჳ მაგარი იქნება ))) და პირველ ადგილზე გასვლასაც გილოცავ ! :პ
წარმატებებს გისურვებ :)
რეზიდენტურაზე იმდენს ვფიქრობ მეც, კარს მომადგა და ჯერ არაფერი გამირკვევია.. :მო:
ორივე ფეხსაცმელი ძალიან ძალიან მომეწონა, პირველ ფოტოზე ახალ პოსტს წერ ალბათ, ლეპტოპში ჩანს :P
აუ მიდო ხო რა მაგისტრატურის რაღაცეები დაწერე ხოლმე.. რომ მეც მოვაბა თავი.
კარგია, რომ იცი რა გინდა. მე არ ვიცი ან თუ ვიცი, ჯერ ისეთი მიუწვდომელია..
ზედა მომწონს, თბილი, ძალიან. მშვიდობაში :*
ზამთარი მომინდა და ჩაფუთვნა... აი, დილით ლოგინიდან ადგომა რომ არ გინდა, ისე თბილად და რბილად ხარ.
მომეწონა შენი ორივე ფეხსაცმელი, განსაკუთრებით პირველი, ბალეტკები მომბეზრდა, მეც მეტს არაფერს ვიცვამ.
ნაცრისფერების ნაირი მეც მქონდა, მაგრად მიყვარდა ჩემი მეგორბები ვალინკებს ეძახდნენ :)) წელსას ეგეთის ტილის ვიყიდე ისევ შავები (ინლოვე)
ისე მეც ზუსტად ბალეტკები და ”ვალინკები” ვიყიდე
Candy, just candy post :)))
აი მე კი შემოდგომასა და ზამთარში კლასიკა მახსენდება: ჩემი შლიაპა, პალტო... ნეტა ბევრი მქონდეს ეგეთი რამე :)
მაგისტრატურაში კი წარმატებას გისურვებ და ზომიერ, მაგრამ უნაყოფიერეს შრომას ;)
Post a Comment