
აეროპორტი ერთადერთი საზოგადოებრივი ადგილია, რომელიც ძალიან ძალინ მიყვარს.იმის მიუხედავად, რომ იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. არასდროს არ მეზარება აეროპორტში წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ 5 საათზე მიწევს ხოლმე ამისთვის ადგომა.
ოდნავ რომ გაციებს, იმიტომ რომ გათენდა და ახლა გამოძვერი ლოგინიდან. აეროპორტში დილით ყოველთვის ყავის და ნედვიჩების სუნი დგას ხოლმე, ან მე ასე მეჩვენება. ფორმალურ მხარეებს ყოველთვის ძალიან დიდი უყურადღებობით გავდივარ - ერთხელ გაფრენის ბილეთთან ერთად მეორე ბილეთიც ამომიხიეს და მე რეაქცია არ მქონია, საერთოდ ვერ შევამჩნიე:)
აი, საერთოდ არ მეზარება ხოლმე ამ ყველაფრის მერე სავარძელში ჯდობა და ლოდინი, როდის მოფრინდება თვიმფრინავი და გამოაცხადებენ ჩასხდომას :) პირიქით, მინდა ხოლმე, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თან იქ ძალიან მაგარი ტიპები არიან, რომლებსაც შეიგიძლია ჩუმად დააკვირდე და დუდი თუ გიზის გვერდით, რომელიც რომელიმე სქელტანიან ჟურნალს კითხულობს და გგონია რომ შენ ზედაც არ გიყურებს, აუცილებლად ხელს გაგგკრავს და გეტყვის, რომადამიანებზე მიშტერება არ შეიძლება, მე გამეცინება და ახლა სხვა ტიპზე გადავიტან მზერას:)
გაფრენა მინდა.
ეს კიდე რენატა ლიტვინოვა ფილმში Sky, Plane, Girl :)სოფი გოლდენს მოეწონება ძალიან ეს ფილმი,და საერთოდ, ყველამ ნახეთ, ძალიან კარგი ფილმია :) Trust my experience
Thursday, September 10
Airports
Posted by Anuschka at 8:38 PM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
14 comments:
მეც მიყვარს აეროპორტი, იმის მიუხედავად, რომ ფრენის და ჩასხდომის პროცესი არ მახსოვს, როცა დავფრინავდი, ბავშვი ვიყავი. ერთი რამ მახსოვს, შუა ზაფხულში თოვლის ბაბუა შემხვდა თვითმფრინავის ტრაპზე :)))
მე თვითმფრინავით არ მიმგზავრია, მაგრამ აეროპორტის ხშირი სტუმარი ვარ ხოლმე :))
დახვედრა მიყვარს, გაცილებას – ვერ ვიტან!
ვაიი, ზუსტად ჩემს გულში ზიხარ.
მიყვარს აეროპორტი და მინდა რომ ხშირად მიწევდეს ფრენა და მოგზაურობა...
მე არ მიყვარს აეროპორტი. მძულს.
მეზიზღება, როცა ვაცილებ და უფრო მეტად, როცა მაცილებენ.
მინდა მალე წავიდეს ყველა და მეც მალე გავიქცე ხოლმე...
სოფი გოლდენს უყვარს უყვარს რენატა ლიტვინოვა... მადლობა, ქენდი!!! You made my night!!!!
სოფი:
ნუ მერე კაკ რაზ, პროსტა პრავილა ნადა სტავიწ - პრავილნა. მე ვითხოვ ხოლმე(როცა მიწევდა ფრენა) რო არავინ არ გამაცილოს და არავინ არ დამხვდეს, და ეგ უსიამოვნო სიტუაციებიც დამთავრდა მაგითი...
ზა ტო დანარცენი პერიოდი, მარტო რო ხარ, განსაკუთრებით ტრანზიტულ აეროპორტებში - მომენტ მაგრა ასწორებს.
რაღაც კუნძული შუა ზღვაში, ვერც გადიხარ ვერსაც და საკმარისად დიდიც არი ტერიტორია რო რამდენიმე საჭირო საათი გაერთო, უამრავი სტრანნი და სხვა და სხვა ნაირი ხალხი და ა.შ.
+ აეროპორტი(ტრანზიტი, ბორისპოლი)- ერთადერტი ადგილი და მომენტი იყო ჩემ ცხოვრებაში როცა აბსოლიტურად უცხო გოგო ჯასთ გავიცანი და ჯასთ ჰედ ფან, ერთადერთხელ ვ მაეი ჟიზნი, არა არ იყო უკრაინელი, იყო რუსი რომელიც ცხოვრობდა და მიფრინავდა ავსტრიაში, ცუდად იცოდა რუსული, და შესაბამისად გული არ არევია ჩემ აქცენტიან რუსულზე და...
მოკლედ ასწორებს აეროპორტები, ვუერთდები კენდის.
aeroporti miyvars, iqauri haeri, sivrce, xalxis modzraoba- ragacnaerad aeroportshi vacnobiereb rom samyaro pataraa :D
magram is shegrdznebebi ar miyvars rac gacileba-stan aris dakavshirebuli :(
აეროპორტი ყველა დედამიწელს ევასება
დაახლოებით ასეთია სტატისტიკა
ანუქს იი? კაკ რაზ საქართველოსკენ ფრენისას დავწერე აეროპორტის bold რელაქსაციებზე. ასე რომ ზუსტად ვხვდები რა ობაზებს ამუღამებ. მაგრამ რატომღც ამაზე სულ R.E.M-ის daysleeper მახსენდება
მეც ძალიან მიყვარს აეროპორტი.
სამწუხაროდ არსად ვყოფილვარ საზღვარგარეთ.
ერთადერთხელ დავხვდი ჩემს დეიდაშვილს, უკრაინიდან როდესაც ჩამოვიდა და ადრე მივედით. ძალიან კარგი სიტუაციაა. მიყვარს.
აუ არ მევასება ეს ქალი. სმენაც არ ჰქონია ყველაფერ სიკეტესთან ერთად. სამაგიეროდ ამ ქალის ქალზე ვგიჟდები. მაგარი ქალი ჰყავს.
აეროპორტი საშინლად მიყვარს :ლოვე:
ფრენისდროს დიდხანს ყოფნა არ მიწევს ხოლმე, ყველაზე მეტი 2საათი მქონია ფრენებს შორის :) მიყვარს ხალხის თვალიერება, მაღაზიები, საჭმელიც კი განსაკუთრებულად მეგემრიელება
Gaprenaze uars arc me ar vitkodi, sadme shors.... :(
20/09/09 04:20 a.m.
one more visit to the airport :) r u gonna miss that chance? :*
miyvars roca me mivdivar
mara ufro xshirad chems sayvarel adamianebs martmevs xolme
rogor unda miyvardes? :S
miyvars aeroportebis steriluri garemo :)
Post a Comment